უკრაინაში გალელი მოხალისე დაიღუპა, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კრასნოდარიდან გადაასვენეს, უკრაინაში დაღუპული
გალელი მებრძოლის ცხედარი. ე.წ. საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 24 წლის ბესლან ტაბაღუა
მოხალისედ წავიდა უკრაინაში და დონბასის "გათავისუფლებისთვის"
იბრძოდა.
ცხედარს ქალაქ გალში 10 დეკემბერს დაკრძალავენ.
მანამდე უკრაინაში დაიღუპნენ ასევე რუსეთის მხარეს მებრძოლი ახრა და არტურ კირკინაძეები.
კრემლი რომ განიხილავს უკრაინასთან ომისთვის არა მხოლოდ რუსების, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკების მოქალაქეების მობილიზების შესაძლებლობას, ამის შესახებ "მედუზას", რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ სექტემბრის ბოლოს განუცხადა.
წყაროს ცნობით, აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რამდენიმე ათასი ადამიანის იძულებით გაწვევა შეიძლება.
რუსული არმია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.