მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე თბილისის
საქალაქო
სასამართლო დღეს იმსჯელებს.
სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.
სასამართლო სხდომის პარარელურად, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები აქციას გამართავენ.
მიხეილ სააკაშვილი რომ მოწამლულია, ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა, ვალერი გელბახიანმა 19 ნოემბერს განაცხადა. მისივე ცნობით საუბარია მათ შორის ისეთ მომწამვლელ ნივთიერებებზე, როგორიცაა ვერცხლისწყალი, ბარიუმი და კალიუმი.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად 50 დღე იშიმშილა. ამის შემდეგ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ოჯახის წევრების, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სიცოცხლისთვის სახიფათო, ამიტომ ქვეყნის გარეთ მკურნალობას თვეებია ითხოვენ.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნა იქნება, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამ გზით, პრეზიდენტი ამბობს, რომ სასამართლო საკუთარ დამოუკიდებლობას დაამტკიცებს.
ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.