მოსკოვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
ამ დროის მონაცემებით, მოსკოვის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის
შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,
- ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" მოსკოვის
საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით
ავრცელებს. სხვა დეტალები დაზარალებულების შესახებ ამ დროისთვის
ზუსტდდება. ხანძარი მოდებული იყო7 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე.
რუსული სააგენტოები იუწყებიან, რომ ცეცხლი ლოკალიზებულია.
ხანძარი რუსეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო კომპლექსს, "მეგა ხიმკის" ტერიტორიაზე რუსეთის დროით დილის ექვს საათზე გაჩნდა.
მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამსახურებში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ხანძრის გაჩენის ძირითადი მიზეზი ტექნიკის გაუმართაობა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაა.