ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის
დღევანდელ სხდომაზე
განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს
თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი იქნება სახელმწიფო.
მისი სიტყვებით, სასწრაფოდ უნდა შეირჩეს საერთაშორისო პარტნიორი
კომპანიები და დაიწყოს ინვესტირება ამ პროექტში.
თქვა, რომ პარტნიორი კომპანიების შესარჩევად გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი.
"ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს. ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. კარგად მოგეხსენებათ, ახლა რაც ხდება ანაკლიაში. მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ამიტომ, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. ეს პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით. სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს, უცხო თუ სხვა კომპანიებთან ერთად", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ანაკლიის პორტის მშენებარე კომპანიასთან - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" მთავრობამ 2016 წელს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში შეწყვიტა.
პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორების მოძიება ჯერ არ დაწყებულა. 2021 წლის 4 მარტსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს.
პორტის საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იყო დაგეგმილი. თუმცა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ქვეკონტრაქტორმა კომპანია "ვან ოორდმა", რომელსაც პორტის დაღრმავებითი სამუშაოები უნდა შეესრულებინა, ტერიტორიიდან საკუთარი ინვენტარი გაიტანა.