კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა
გამთენიისას, საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის სამ ოლქზე -
კიევზე, ჟიტომირსა და ვინიცაზე.
აფეთქებები ისმოდა კიევის გარეუბანში და თავად დედაქალაქშიც.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევის რეგიონში და უკრაინის დედაქალაქზე იერიშისას, 10 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსეი კულებას განცხადებით, რუსები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმას აპირებდნენ.
ჟიტომირის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბუნეჩკომ მოსახლეობა გააფრთხილა, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის განმეორების საფრთხის შესახებ.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.