სამართლებრივი პროცესი უნდა წარიმართოს პირადი ცხოვრების დაცვით - კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის
სასამართლო პროცესი უნდა წარიმართოს
ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისად და პირადი ცხოვრების და
სამართლიანი სასამართლის უფლების დაცვით. ამით კელი დეგნანი
გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ
კადრებს. რომელიც კლინიკა "ვივამედში" სააკაშვილის ყოფნას ასახავს.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, მთავრობის ვალდებულებაა, უზრუნველყოს ექსპრეზიდენტის უფლებების დაცვა, რომ მას ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება და სამართლიანი სასამართლო.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა14 დეკემბერს გაასაჯაროვა კადრები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან" გამომდინარე მიიღეს. უწყების თქმით, ვიდეო ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.
"აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გამოაცხადა შიმშილობის დაწყების შესახებ, თუმცა პროტესტის უკიდურესი ფორმა რამდენიმე საათში შეწყვიტა. მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტარების თხოვნის საფუძველზე მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესი გაიმართ, დისტანციურად ჩართვა მსჯავრდებულმა პენიტენციური სამსახურის უარის გამო ვერ შეძლო.
მოსამართლე გიორგი არევაძის განცხადებით, ამ სამსახურიდან წერილი მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ პენიტენციური სამსახური დღეს მოკლებულია შესაძლებლობას, მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს.
მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად მაშინ 50 დღე იშიმშილა. ამის შემდეგ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ოჯახის წევრების, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სიცოცხლისთვის სახიფათო, ამიტომ ქვეყნის გარეთ მკურნალობას თვეებია ითხოვენ.