ახალი ამბები
შიმშილობა ახალისებს სააკაშვილს, უფრო მეტად არ ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების სისტემასთან, ან ექიმებთან - პაპუაშვილი
FaceBook Twitter
E-mail Print
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტში მოშიმშილე ენმ-ის წარმომადგენლები მოინახულა. მისი თქმით, შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება. ამიტომ მათ შიმშილობის აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებით, იძულება, შანტაჟი, მით უმეტეს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, მიუღებელია. პირიქით, ფიქრობს, რომ ასეთი საქციელი საბოლოო ჯამში ახალისებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ მან უფრო მეტად არ ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების სისტემასთან ან ექიმებთან".

"ეს მათი უფლებაა და შეუძლიათ იშიმშილონ. მნიშვნელოვანია, რომ ითანამშრომლონ პარლამენტის აპარატთან და ამ მხრივ, იყოს სიმშვიდე პარლამენტში. პარლამენტი არ არის ის ადგილი, ვისაც უნდა მოუწოდონ ასეთ საკითხებზე. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. ყველა საკითხი წყდება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა გუშინ, 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ დღეს თემურ ჯანაშიაც შეუერთდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნაა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანა.

14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა "ვივა მედი-ში" მოთავსებული მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავრცელა. კადრები სხვადასხვა დროსა არის გადაღებული. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, კადრები გასაჯაროების მიზანი იყო იმის დამტკიცება, რომ საქართველოში არავის აწამებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 14 დეკემბერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესი გაიმართა, დისტანციურად ჩართვა მსჯავრდებულმა პენიტენციური სამსახურის უარის გამო ვერ შეძლო.

მოსამართლე გიორგი არევაძის განცხადებით, ამ სამსახურიდან წერილი მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ პენიტენციური სამსახური დღეს მოკლებულია შესაძლებლობას, მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს.

მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად მაშინ 50 დღე იშიმშილა. ამის შემდეგ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ოჯახის წევრების, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სიცოცხლისთვის სახიფათო, ამიტომ ქვეყნის გარეთ მკურნალობას თვეებია ითხოვენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.