კრივოი როგზე თავდასხმას 2 მოქალაქე ემსხვერპლა - დაჭრილებს შორის ბავშვებიც არიან
კრივოი როგში რუსული რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაიღუპა ორი
მოქალაქე. არიან დაჭრილებიც.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელ ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე ხუთი პირი. მათ შორის ორი ბავშვი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კკირილ ტიმოშენკოს ცნობით, ნანგრევებქვეშ შესაძლოა კიდევ ორი ადამიანი იყოს. მათგან ერთი ბავშვი.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეფერხდა.
სრულად შეზღუდულია ელექტროენერგია კიევში, ხარკოვსა და კიროვოგრადის ოლქში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.