სააკაშვილზე ერთ წელში სახელმწიფომ 200 000 ლარამდე დახარჯა - იუსტიციის მინისტრი
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 1 წელიწადში სახელმწიფომ
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე
200 000 ლარამდე დახარჯა. პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფარგლებში
სიტყვით გამოსვლისას რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ზოგადად ერთ
პატიმარზე 17 400 ლარი იხარჯება.
მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად მაშინ 50 დღე იშიმშილა. ამის შემდეგ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ოჯახის წევრების, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სიცოცხლისთვის სახიფათო, ამიტომ ქვეყნის გარეთ მკურნალობას თვეებია ითხოვენ.
ამ მოთხოვნით მესამე დღეა შიმშილობა დაიწყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 4-მა წევრმა.