კრივოი-როგში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა, ნაპოვნია წლინახევრის ბიჭის ცხედარი
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში, მაშველებმა გამთეენიისას
წლინახევრის
ბიჭის ცხედარი იპოვეს რუსი სამხედროების მიერ დაბომბილი სახლის
ნანგრევებში. შედეგად, როგორც ოლქის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო
განმარტავს, 16 დეკემბერის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა
ოთხამდე გაიზარდა. არიან დაშავებულები.
"რუსებმა მოკლეს 64 წლის ქალი და ახალგაზრდა ოჯახი მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. დაშავდა ცამეტი ადამიანი. მათგან ოთხი ბავშვია", - განაცხადა მან.
გარდა ამისა, რეზნიჩენკოს თქმით, საოკუპაციო ძალებმა გასულ ღამეს ავიაიერიშები მიიტანეს ნიკოპოლის ოლქზე. კერძოდ, რუსი სამხედროები მძიმე არტილერიიდან ისროდნენ ორ თემი - კრასნოგრიგორიევსკაიასა და მარგანეცკაიაში.
შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს რუსულმა არმიამ ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინაში. ერთ-ერთი რუსული რაკეტა კრივოი-როგში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები, რომ დაიღუპა ორი მოქალაქე. თავდასხმის დროს უკრაინელმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში 10 რაკეტა ჩამოაგდეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.