სოხუმმა 100 ტონა მანდარინი გააგზავნა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეგიონებში
რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეგიონებში, სოხუმმა 100 ტონა
მანდარინი გააგზავნა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის
ინფორმაციით, მორიგი ჰუმანიტარული დახმარება
აფხაზი ხალხისგან, საახალწლოდ ხერსონის, დონეცკის, ლუგანსკისა და
ზაპოროჟიის რეგიონების ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
ტვირთის პირველი პარტია დონბასში 19 დეკემბერს ჩავა.
რუსეთის ტერიტორიაზე აქციას შეუერთდებიან "ახალგაზრდა გვარდიის" მოხალისეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს მოხალისეთა ცენტრები ხერსონის, დონეცკის, ლუგანსკის და ზაპოროჟიეს რეგიონებში.
უკრაინაში რუსეთის თავდასხმას უკვე 449 ბავშვი ესმხვერპლა. ეს მონაცემები არ არის საბოლოო. შეიარაღებული დაპირისპირების გამო, ვერ ხერხდება დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.