თურქეთმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს ავიაციისა და საჰაერო
თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების
მიზნით, სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა. სამინისტროს ინფორმაციით,
ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ თურქული მხარისგან 2
ერთეული აეროდრომის სპეცტექნიკა და UH-1H ვერტმფრენების სათადარიგო
ნაწილები უსასყიდლოდ მიიღო.
ღონისძიებას მარნეულში, საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი დაესწრნენ.
მოგვიანებით ტექნიკის გადაცემის ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს.
ტექნიკის გადმოცემა თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით წლებია მჭიდროდ თანამშრომლობენ.