ენმ-ის ერთ-ერთმა დეპუტატმა შიმშილობა შეწყვიტა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა
შეწყვიტა. თემურ ჯანაშიას ინფორმაციით,
მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. კერძოდ, ოპოზიციონერ
დეპუტატს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, ამიტომ შესაბამისი
გადაწყვეტილებაც მიიღეს.
თემურ ჯანაშიას ცნობით, დანარჩენი მოშიმშილეების მდგომარეობა ნორმალურია.
მოშიმშილე დეპუტატ ანა წითლიძის განცხადებით, პროტესტი გრძელდება და არ შეწყდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთში არ გადაიყვანენ. წითლიძის სიტყვებით, ნებისმიერი აქტივობა და პროტესტი მნიშვნელოვანია. მათ შორის დღეს დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციაც.
"პრინციპულად ვდგავართ იგივე პოზიციაზე. ვაგრძელებთ შიმშილობას შიმშილობის მეოთხე დღესაც და გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მთავარი მოთხოვნა რომ გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ, იმიტომ, რომ არ შეიძლება პრეზიდენტის მკვლელობას ვუყუროთ ციხეში და არ შეიძლება ამ ყველაფრისადმი ვიყოთ გულგრილები", - აღნიშნა ანა წითლიძემ.
15 დეკემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა დაიწყეს. მათ 16 დეკემბერს შეუერთდა თემურ ჯანაშია.
ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნაა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანა.
მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად მაშინ 50 დღე იშიმშილა. ამის შემდეგ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ოჯახის წევრების, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სიცოცხლისთვის სახიფათო, ამიტომ ქვეყნის გარეთ მკურნალობას თვეებია ითხოვენ.