ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
"ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის სახლთან, "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის"
წევრებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. "თავისუფლება
მიხეილ სააკაშვილს" - ამ შინაარსის ტრანსფარანტით შეიკრიბნენ
მანიფესტანტები. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, რომ მსგავსი საპროტესტო აქციები მოეწყობა ბიძინა ივანიშვილის სხვა სახლებთან ჭორვილაში, აბასთუმანსა და შეკვეთილში. ეს შეკრებები კი მოთხოვნების შეუსრულებლობამდე გაგრძელდება.
მისივე თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არავის მოაკვლევინებენ.
"ბიძინა ივანიშვილი ასეთ აქციებს ყოველთვის უფრთხის, ამიტომ პოლიციის სრულ მობილიზაციას ახდენს, შესაბამისად, სწორედაც რომ პოლიციის ძალის გამოყენებით უნდა იყოს დაცული და სახლში გამოკეტილი, ის არ უნდა გადაადგილდებოდეს თავისუფლად", - აღნიშნა გიორგი მუმლაძემ.
აქციაზე მყოფმა ლევან ხაბეიშვილმა კი განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებენ როგორც ქვეყნისთვის, ისე მისი "მთავარსარდლის" სიცოცხლისთვის, რომელიც შეებრძოლა "ტერორისტ პუტინს".
"არ არსებობს მსოფლიოში მეორე ქვეყანა რუსეთის გარდა, ვისაც უხარია პრეზიდენტ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანის მოთხოვნით ენმ-ის სამი დეპუტატი შიმშილობს პარლამენტში. ერთმა, აბულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყვიტა შიმშილობა.
მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად მაშინ 50 დღე იშიმშილა. ამის შემდეგ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ოჯახის წევრების, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სიცოცხლისთვის სახიფათო, ამიტომ ქვეყნის გარეთ მკურნალობას თვეებია ითხოვენ.