განადგურებულია 30 „კამიკაძე დრონი“ - უკრაინის საჰაერო თავდაცვა
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით,
ბოლო 24 საათში ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ რუსი სამხედროების მიერ
გაშვებული 30 ირანული ე.წ. კამიკაძე დრონი გაანადგურა.
ამჯერადაც უპილოტო საფრენი აპარატები აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან იყო გაშვებული.
ამასთან, უკრაინის გენშტაბის დილის მონაცემებით, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან.
შტაბი იუწყება, რომ ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 7 საავიაციო დარტყმა, ასევე 55 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.