ახალი ამბები
დონეცკში რუსი სამხედროების თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა
დონეცკის ოლქში რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას "ტელეგრამზე" ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.

მისივე ცნობით, ორი მათგანი ბახმუტში, ერთი კი ტორსკში დაიღუპა.

დაიჭრა 4 პირი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.