მოგერიებულია რუსული არმიის თავდასხმა 10 დასახლებულ პუნქტთან - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,
ბოლო 24 საათში ქვეყნის თავდაცვის ძალებმა რუსეთის თავდასხმები
მოიგერიეს ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში, ჯამში 10 დასახლებულ
პუნქტთან.
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 19 დეკემბერს, 4 სარაკეტო და 60 საჰაერო დარტყმა განახორციელეს უკრაინაზე, ასევე 80-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დაზარალდა მოსახლეობა.
გენშტაბის დილის მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეტევა განახორციელეს რუსული არმიის საბრძოლო მასალის საცავებზე, 3 სამეთაურო პუნქტზე და ცოცხალი ძალის საკონცენტრაციო ასევე 3 მონაკვეთზე.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.