ახალი ამბები
სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება სასამართლოზე ზეწოლის თვალსაჩინო მაგალითია - პენიტენციური
FaceBook Twitter
E-mail Print
სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება წარმოადგენს სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნის კიდევ ერთ დამატებით მცდელობას, რაც სასამართლოზე ზეწოლის თვალსაჩინო მაგალითია, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

საუბარი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკშვილს და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებებს შეეხება

პენიტენციური სამსახური მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს საკუთარი მოთხოვნით კონფიდენციალურად ცნობილი, დასკვნის ფრაგმენტული მონაკვეთების გამჟღავნებისგან, პატივი სცეს საზოგადოებას და კონსტიტუციურ წესრიგს.

"2022 წლის 31 მაისს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით კლინიკა "ვივამედის" მიერ ჩატარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა ლაბორატორია "მრჩეველში". 2022 წლის 10 ივნისს მიღებული შედეგების მიხედვით, ყველა მაჩვენებელი იყო ნორმაში.

2022 წლის 19 ნოემბერს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სავარაუდო მოწამვლის შესახებ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა 2022 წლის 21 ნოემბერს აღნიშნა მითითებულ განცხადებასთან დაკავშირებით, არასდროს არცერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ ეჭვი ჰქონდა მოწამვლაზე და ამ თემაზე სპეკულაციებს უწოდა "უადგილო".]

2022 წლის 21 ნოემბერს მსჯავრდებულის სავარაუდო მოწამვლის თაობაზე განაცხადა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, რომელსაც არ სჯეროდა, რომ აღნიშნული "პოსტი" დაწერილი იყო მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ, რადგან მას ამის შესაძლებლობას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა. თუმცა, მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ ამ ადვოკატმა მალევე დაადასტურა განცხადების ავთენტურობა.

2022 წლის 22 ნოემბერს, პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართა სსიპ "ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს", რაზეც მიღებულ იქნა თანხმობა. ამის შემდეგ 2022 წლის 24 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, როგორც პასუხისმგებლიანმა სახელმწიფო უწყებამ, მსჯავრდებულს შესთავაზა კვლევის ჩატარება, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა უარი. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობას.

2022 წლის 2 დეკემბერს ტვ "პირველის" ეთერით გავრცელდა მცირე და არასრული ამონარიდი ცენტრ "ემპათიას" მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნიდან, რომელიც, მათივე მოთხოვნით, არის კონფიდენციალური, რაც მიზნად ისახავდა სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს მსჯავრდებული მ. სააკაშვილი იყო მოწამლული. მსგავსი ტიპის მიზანმიმართული, დესტრუქციული ქმედება ემსახურება მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებას და მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინონ ლმობიერება, განსაკუთრებით შობის წინა დღეებში და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ უკრაინის, ევროპის რომელიმე ქვეყნის, ან ამერიკის კლინიკაში.

მისივე სიტყვებით, ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება, დაცინვაა და ეს უნდა შეწყდეს.

იგივე მოთხოვნა აქვს ოპოზიციას და ექსპრეზიდენტის ოჯახს.

პროტესტის ნიშნად, ენმ-ის 3 დეპუტატი მეექვსე დღეა შიმშილობს.

პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პალატის კადრები 14 დეკემბერს გაავრცელა.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან" გამომდინარე მიიღეს. უწყების თქმით, ვიდეო ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.

"აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად მაშინ 50 დღე იშიმშილა. ამის შემდეგ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ოჯახის წევრების, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სიცოცხლისთვის სახიფათო, ამიტომ ქვეყნის გარეთ მკურნალობას თვეებია ითხოვენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.