26 დეკემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება
21 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე, დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები
შედარებით თბილ და უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღისით
დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსი იქნება.
21 დეკემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოში 21 დეკემბერს შედარებით ცივ, ღრუბლიან, ნისლიან და ნალექიან ამინდს ელოდებიან. ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 21 დეკემბერს თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +3 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +7, +9 გრადუსამდე გათბება.