ინალ არძინბა ბელარუსში ჩავა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ
არძინბა, სამუშაო ვიზიტით
გაემგზავრა მოსკოვსა და მინსკში. ინფორმაციას ე.წ. სამინისტრო
ავრცელებს.
მათი თქმით, "მინისტრი რუსეთსა და ბელარუსში, "თანამშრომლობის აქტუალური საკითხების" განსახილველად ჩავა.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე 28 სექტემბერს შეხვდა.
ნოემბრის დასაწყისში კი, აფხაზეთში ბელარუსიის საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდა.
ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. მისი განცხადებით, შეშფოთებას იწვევს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას აზიანებს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსიის პარლამენტის წევრების ვიზიტი. მანვე აღნიშნა, რომ მომხდარზე მკაცრი რეაგირება ექნებათ.
სამხარაძისვე თქმით, ფაქტი დასაგმობია, რადგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შემლახველია და ოკუპაციის კანონის დარღვევაა.