ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში
გაემგზავრა.
ინფორმაცია ზელენკიმ ტვიტერზე დაადასტურა.
"მე შეერთებულ შტატებში გავემგზავრე უკრაინის სტაბილურობისა და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. კერძოდ, ჯო ბაიდენთან ერთად განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობას. ასევე მივმართავ კონგრესს და გავმართავ რიგ ორმხრივ შეხვედრებს", - წერს ზელენსკი.
ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში ჩასვლას გეგმავდა, უფრო ადრე "სიენენმა" გაავრცელა წყაროზე დაყრდნობით.
შეერთებული შტატები პირველი სახელმწიფოა, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეწვევა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.