წალენჯიხაში დააპატიმრეს მამაკაცი, რომელსაც მამის სასიკვდილოდ ცემაში ადანაშაულებენ
40 წლის მამაკაცს, რომელსაც ბრალად ედება მამის სასიკვდილოდ ცემა,
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა
შეუფარდა.შემთხვევა რამდენიმე დღის წინ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის
სოფელ მუჟავაში მოხდა. ხანდაზმული მამაკაცი სხეულზე სხვადასხვა სახის
დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ის
სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანიდან რამდენიმე საათში
გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.