საქართველოში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ თევდორაძე საქართველოში
გამთენიისას ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცხედარს ოჯახის წევრები, ახლობლები
და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.
მიხეილ თევდორაძე 13 დეკემბერს, ბახმუტთან დაიღუპა.
ბახმუტიდან, რთული საომარი მდგომარეობის გამო ვერ ხერხდება კიდევ 3 მებრძოლის ცხედრის გადმოსვენება.
24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიის წინააღმდეგ ომს 35 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.