ცხენის და ვირის ხორცის რეალიზაციის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა ცხენის
და ვირის ხორცის
რეალიზაციის ბრალდებით.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულად მოწყობილი ჰქონდათ ცხოველთა სასაკლაო, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით, ახორციელებდნენ ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას.
რეალიზაცია თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბაზარში არსებული სავაჭრო ობიექტიდან, საქონლის ხორცის სახით ხდებოდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტიდან და სასაკლაოდან, გასაყიდად გამზადებული დიდი ოდენობით ცხენის ხორცი ამოიღეს. ასევე, რამდენიმე ათეული ცხენი, რომლის დაკვლაც და რეალიზაციაც იგეგმებოდა წინასაახალწლოდ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე, 362-ე და 219-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.