ახალი ამბები
შიმშილობა შეწყვიტა დავით კირკტაძემ
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ მეცხრე დღეს შიმშილობა ექიმების რჩევით შეწყვიტა. მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.

ის კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღე დარჩება.

დავით კირკიტაძემდე, 18 დეკემბერს შიმშილობა შეწყვიტა აბდულა ისმაილოვმა.

15 დეკემბერს დაწყებულ შიმშილობას განაგრძობენ ანა წითლიძე და თემურ ჯანაშია.

ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნაა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანა.

მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად მაშინ 50 დღე იშიმშილა. ამის შემდეგ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ოჯახის წევრების, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სიცოცხლისთვის სახიფათო, ამიტომ ქვეყნის გარეთ მკურნალობას თვეებია ითხოვენ.