ხარკოვში რუსმა სამხედროებმა საავადმყოფოზე მიიტანეს იერიში - არიან დაჭრილები
რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქზე სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები
განახორციელეს.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვის
ინფორმაციით, ვოლჩანსკის თემში ავტოფარეხებს ცეცხლი გაუჩნდა. დარტყმის
შედეგად ცენტრალური საავადმყოფოს კომუნალური ბლოკი დაზიანდა. დაშავდა
კლინიკის 4 თანამშრომელი - 3 მამაკაცი და 1 ქალი. დაზიანება მიიღო 62
წლის მამაკაცმაც.
დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
კუპიანსკში დაინგრა საცხოვრებელი სახლი. არავინ დაშავებულა.
სინეგუბოვისვე ცნობით, პროტოპოპოვკაში, იზიუმსკის რაიონში, 25 წლის მამაკაცი ტყეში ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.