ენგელსის აეროდრომზე უკრაინული დრონით შეტევას 3 სამხედრო ემსხვერპლა - მოსკოვი
რუსეთში, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის სამხედრო აეროდრომზე, 3 რუსი
სამხედრო დაიღუპა.
ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.
სამინისტროს ცნობით 26 დეკემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 01:35 საათზე, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს დაბალ სიმაღლეზე,
თვითმფრინავის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, აეროდრომზე მყოფი ტექნიკური პერსონალის სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე სასიკვდილოდ დაშავდა.
ჯერჯერობით კიევს დრონებით რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის შესახებ არაფერი უთქვამს.