კანდიდატის სტატუსს საქართველო ძალიან მალე მიიღებს - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსს
საქართველო ძალიან
მალე მიიღებს. ამბობს, რომ ამის თქმის საფუძველს აძლევს ის გარემოება
და რეფორმები, რაც განახორციელეს.
ღარიბაშვილის განმარტებით, ყველა ის პროგრესი, რომელიც აქვთ ბოლო 10 წელიწადში, ეს მხოლოდ "ქართული ოცნების" დამსახურებაა.
"იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლოა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი არის "ქართული ოცნების" დამსახურება, - თქვა პრემიერმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენაზე.
რაც შეეხება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას, ეს ადრე ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, თუმცა უკრაინის ომმა პროცესები დააჩქარა.
"ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა, გვესმის, რომ ეს იყო მთლიანად პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ. ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება..
12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ და ყველას ჩართულობით, და ჩვენ ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროსაბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი მზად არიან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ მაშინ, როცა პირობები შესრულდება. ეს პირობები კი 12 პუნქტს მოიცავს.