გაერთიანების შემთხვევაში აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, სოხუმი მეორე მონტე-კარლო - პრემიერი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გაერთიანების
შემთხვევაში აფხაზეთი შესაძლოა მეორე მონაკო
გახდეს. საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ, მთავრობის
მეთაურის თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში 10
მილიარდის ინვესტიციის განხორციელება შეუძლია.
პრემიერის სიტყვებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი 200 მილიონი დოლარია, სრულ დოტაციაზე არიან.
"შეგვიძლია პირველ სამ წელიწადში, დაახლოებით 10 მილიარდის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე, სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება. ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს. ამის თაობაზე გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო და ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აქვს უზარმაზარი პოტენციალი აფხაზეთს, რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე-კარლო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ გვინდა ამდენი ომებით მიღებული ჭრილობები მოვიშუშოთ. ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება, ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღნიშნული კონფლიქტის, ამ საშინელი ტრაგედიის, დასრულება და შერიგება, იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, ევროპულ საქართველოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარებიან და ეს მიდგომა გაგრძელდება მომავალშიც.