გარკვეული ტიპის დანაშაულის რაოდენობამ იკლო, გახსნის მაჩვენებელი კი მკვეთრად გაიზარდა - გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციის
დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან
მიმდინარე წლის შემაჯამებელი სამუშაო თათბირი გამართა. სამხარეო
პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა მინისტრს რეგიონებში
განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების, დანაშაულთან ბრძოლის
მიმართულებით არსებული ვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების
შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ვახტანგ გომელაურის თქმით, მიმდინარე წელს გარკვეული ტიპის დანაშაულის რაოდენობის კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა.
"ბევრად უკეთესია წლევანდელი წელი. ეს თქვენი დამსახურებაა, თქვენი მუშაობის, ბიჭების მუშაობის. გახსნის მაჩვენებელი ძალიან მკვეთრადაა გაზრდილი, რაც, პირველ რიგში, არის ძალიან კარგი. სხვადასხვა თვეებში იყო სხვადასხვა მუხლის, დანაშაულების მატება-კლება, სტატისტიკა ცოცხალი ორგანიზმია, ხან იმატებს, ხან იკლებს, თუმცა, მთლიანობაში დაკლებულია, რაც კარგია", - აღნიშნა შს მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურმა მთელი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.