69-დან 54 რუსული რაკეტა გავანადგურეთ - ზალუჟნი
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 29 დეკემბერს დილით რუსეთის მიერ უკრაინის
მიმართულებით
გაშვებული 69 რაკეტიდან 54 გაანადგურა. ამის შესახებ უკრაინის
შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ სოციალურ
ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია.
"მტერი აგრძელებს სარაკეტო ტერორს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დღეს დილით, აგრესორმა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე გაუშვა საჰაერო და საკრუიზო რაკეტები, საზენიტო მართვადი რაკეტები...წინასწარი მონაცემებით, სულ 69 რაკეტა იყო გამოყენებული. უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის 54 რაკეტა", - წერს ზალუჟნი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.