პრეზიდენტმა ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილი „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დააჯილდოვა
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
"სამოქალაქო თავდადებისთვის" . ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ავრცელებს.
მარიტა მეფარიშვილი მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა. სახელმწიფო ჯილდო მის ოჯახს გადაეცა.

"ეკოსერვის ჯგუფის" უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი კი, ტრაგიკული შემთხვევის დროს მოზარდების გადარჩენის მიზნით გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის.
13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში, ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.