ახალი ამბები
„ლაივპრესის“ განცხადება ფუნქციონირების შეწყვეტასთან დაკავშირებით
FaceBook Twitter
E-mail Print
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე, 2011 წლიდან ავრცელებდა. მთელი ამ ხნის მანძილზე, პოლიტიკური, რელიგიური, და სხვა ორგანიზაციებისგან გამიჯნული, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით, მან ყველაზე მთავარი - საზოგადოების ნდობა პირველივე დღეებიდან მოიპოვა. ეს ნდობა არასდროს შერყეულა და წლიდან წლამდე ძლიერდებოდა.

"ლაივპრეს" თავდაპირველად "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და ამ დროის განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის გრანტიც მოიპოვა. განსაკუთრებული მადლობა მათ და სხვა დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის.

ობიექტურობის მაღალი ხარისხით, მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი გაშუქებით, "ლაივპრესი" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ერთ-ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება იყო.

ტელევიზიების ალტერნატიულმა პლატფორმამ, 12 წლის მანძილზე მაღალი მედიასტანდარტი შექმნა და არასდროს გადაუხვევია ღირებულებებისგან, არცერთ ხელისუფლებას არ გარიგებია და ყოველთვის მოქალაქის თვალით იაზრებდა პრობლემების სიმწვავეს.

ამ პლატფორმამ ადამიანებს მისცა შესაძლებლობა, ერთის მხრივ შეუზღუდავად მიეღოთ სანდო ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი, თავადაც ყოფილიყვნენ პროცესის, ცვლილებების მონაწილეები. ეს სარედაქციო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო. მაშინაც მიგვაჩნდა და ასეა დღესაც, რომ ჯანსაღი საზოგადოების განვითარებას, ხელს თავისუფალი სივრცის არსებობა უწყობს, სადაც შეგიძლია დამოუკიდებლად იაზროვნო, გაეცნო მიუკერძოებლად, პროფესიონალიზმით მომზადებულ მასალებს, გამოთქვა კრიტიკა, გქონდეს უკუკავშირი რედაქციასთან, შესთავაზო მას ახალი იდეები და მოუყვე საკუთარ პრობლემაზე - ვფიქრობთ, "ლაივპრესმა" ეს შეძლო.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მკითხველი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან. ადამიანები, რომლებიც ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადმოდიოდნენ დანარჩენ საქართველოში, ჩვენი მედიასაშუალებით ეცნობოდნენ უტყუარ ცნობებს ქართულთან ერთად, აფხაზურ და რუსულ ენებზე და მას სოხუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპირისპირებდნენ.

"ლაივპრესისთვის" გამოცხადებულ ნდობად მიგვაჩნია აფხაზ პოლიტიკოსებთან, ე.წ. მინისტრებთან, ხელოვანებთან ინტერვიუების ციკლიც, როცა შეიარაღებული კონფლიქტიდან წლების შემდეგ, ასე დაუფარავად, პირველად გადაწყვიტეს, საკუთარი სათქმელი ომით გახლეჩილი საზოგადოებისთვის ქართული მედიით ეთქვათ. ამ ყველაფერს მოჰყვა უკუკავშირიც - აფხაზურ ჯგუფებში დისკუსიები, განსხვავებული აზრის მოსმენა, ზოგჯერ კრიტიკაც.

წლების განმავლობაში, ორგანიზაციის მიერ მომზადებული მედიაპროდუქტი არაერთხელ მოხვდა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი გავლენიანი ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშებში, როგორც სანდო წყარო და ინფორმაცია.

ვფიქრობთ, საერთო ძალისხმევით, მთელი ამ ხნის მანძილზე არაერთი მოქალაქის ცხოვრება შევცვალეთ უკეთესობისკენ. ბევრმა, ჩვენი პლატფორმის დახმარებით პირველად ისაუბრა უკანონობაზე, დარღვეულ უფლებებზე, იპოვა გზა და ძალა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, პირადი, თუ საზოგადო პრობლემის მოსაგვარებლად.

მაგრამ დღეს,12 წლიანი მუშაობის შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო, ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ფუნქციონირებას წყვეტს.

განსაკუთრებული მადლობა მკითხველს ნდობისთვის, ერთგულებისთვის, კრიტიკისთვისაც.

მადლობა "ლაივპრესის" ყველა თანამშრომელს, ვისაც კი რედაქციაში სხვადასხვა დროს უმუშავია. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის. მადლობა ყველა დონორ ორგანიზაციას, საელჩოებს გამოცხადებული ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, გულშემატკივრობისთვის.

მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომელმაც რამდენჯერმე მოგვცა შესაძლებლობა, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის.

დღეიდან ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" აღარ განახლდება და ვებგვერდიც მოკლე პერიოდში გაითიშება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.