ზურაბ ხარატიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ცესკო-ს მდივანმა, გიზო მჭედლიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ხარატიშვილმა პარლამენტს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა. მისივე ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარემ განცხადება დღეს დაწერა.