ზუგდიდში ბეჭვაიების 11 შვილიან ოჯახს სახლი გადასცეს [Video]
ზუგდიდში სარვამარტო კონცერტზე ბეჭვაიების თერთმეტშვილიან ოჯახს სახლის გასაღები გადასცეს. 27 ათას დოლარად ზუგდიდის ცენტრში სახლის შეძენა ადგილობრივი გამგეობისა და ფონდ „იავნანას“ დახმარებით გახდა შესაძლებელი.
სახლის შესაძენად 12 ათასი დოლარი ზუდიდის გამგეობამ, 17 ათასი დოლარი კი ფონდმა „იავნანამ“ გაიღო. ნუგზარ ბეჭვაიას და ნანა ლაგვილავას ოჯახი დღემდე ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა.
ამავე თემაზე