ირაკლი (გუგა) ლაგვილავა
ერის განვითარება დამოკიდებულია საზოგადოების განვითარებაზე. რადგან საზოგადოება ინდივიდთა ერთობლიობას წარმოადგენს, საჭიროა ინდივიდის განვითარება, თუმცა უმრავლესობა თავისთავად, დამოუკიდებლად ვერ ვითარდება და აუცილებელია იმ ენერგიის წესრიგში მომყვანი ადამიანი, რომელსაც ინდივიდთა ერთობლიობა, ანუ საზოგადოება ატარებს. აქ კი ჩნდება მომწესრიგებლის - ლიდერის საჭიროება. ლიდერი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ენერგიის ჰარმონიაში მომყვანი. ქაოტური ენერგია ხშირ შემთხვევაში საშიშია საზოგადოებისთვის და ამიტომაც, ეს უკანასკნელი თვითგადარჩენის ინსტინქტით ამ ენერგიის მართვას ანდობს ამა თუ იმ ლიდერს. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ლიდერი განსაზღვრავს, თუ საით მიმართოს ხალხის ენერგია, როგორ განვითარდეს ერი.
გასულ კვირას ზუგდიდში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „დაიტირეს“ - ორგანოზატორების მიერ პერფორმანსად ხსენებულმა პროცესიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად შორს დგას მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის პოლიტიკური კულტურის დონე ცივილური ფორმებისგან. მოწოდებებისა და რადიკალიზმის უკან ჩანდა ეგზალტაცია, რომელშიც აქციაზე მდგომი ადამიანები თავით გადაეშვნენ. კუბო საგანგებოდ შეკერილ-შეკაზმული ფიტულით სამხარეო ადმინისტრაციას შემოატარეს, შემდეგ კი სამგლოვიარო გვირგვინთან ერთად შენობის შესასვლელთან დატოვეს. არ მინდა მისტიფიკაციაში გადავვარდე, მაგრამ იყო ამ პროცესში რაღაც წარმართული: წუთით მაინც წარმოვიდგინოთ, რომ 17 იანვარს, ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის შიგნითაც და გარეთაც არა 21-ე, არამედ ქრისტეშობამდელი რომელიღაც საუკუნე ყოფილიყო; ადამიანებს თანამედროვე სამოსი კი არა ჯვალო ან ცხოველის ქურქი რომ ცმოდათ - წარმართობა მთელი სიღრმით და ვიზუალიზაციით დაგვიდგებოდა თვალწინ. იქნებოდა შამანიც, იქნებოდნენ სიბილას და ბარაბას კოლხი კოლეგებიც, იქნებოდა წარმართული ღმერთებისადმი აღვლენილი ლოცვაც და ტომის ბელადის შეჩვენებაც. პროცესია ნამდვილად ჰგავდა სულების განდევნას; ერთ ტომში დაპირისპირებული კლანების წარმომადგენლებს ხომ სჩვეოდათ ძალაუფლებისთვის ბრძოლა - აქაც ასე იყო: „ნაციონალების კლანი“ გუბერნიის შენობაში იყო გამაგრებული საკრებულო-სამხარეო ადმინისტრაციით, გარეთ კი მეორე კლანი: შამანებითა და დამტირალი ნათელმხილველებით. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ 21-ე საუკუნე კი არა კაცობრიობის ადრეული განვითარების რომელიმე ხანა რომ ყოფილიყო, შესანიშნავი მასალა იქნებოდა ანთროპოლოგებისათვის და უძველესი კულტურებით დაინტერესებული სხვა მეცნიერებისთვის, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ფანჯრებში 2013 წელია.
საცდელი მაუწყებლობით ეთერში გასვლის დღეს რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა მკითხა, ცოტა მიამიტური ხომ არ არის იმის მტკიცება, რომ ოპოზიციის ლიდერის არხზე ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას შეინარჩუნებთო.
თავისუფალი ზუგდიდი
ანი წითლიძესთან დიდი ხნის "ფეისბუკური მეგობრობა" მაკავშირებს. ყოველთვის საინტერესო ოპონენტად ვთვლიდი. ვფიქრობდი და ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ ოპოზიციაში აუცილებლად უნდა იყვნენ კრიტიკული აზროვნების მქონე ადამიანები. არა მხოლოდ დემოკრატიის განვითარებისთვის, რომლის არსზე და მნიშვნელობაზე მოსახლეობის დიდ ნაწილს მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა გააჩნია, არა მხოლოდ მმართველობის სისტემის გამჭვირვალეობისთვის, რომლის ბუნდოვანებას ხალხი წლების განმავლობაში ეგუებოდა, - ეს ჭირდება სათითაოდ ყოველ მოქალაქეს, ვისაც ესმის ან არ ესმის, რომ ჯანსაღი და ლოგიკურად ჩამოყალიბებული კრიტიკა ხელისუფლებას აიძულებს მუდამ ფორმაში იყოს და იზრუნოს კრიტიკის მიზეზების აღმოფხვრაზე.
ფიქრია ყალიჩავა
[მეგობარს რომელიც არასდროს მენატრება]
მანდარინის ქალაქი
• ახალი წლის მოახლოება გარდაუვალი ზამთრის გრიპივით მეზიზღება, რომელიც უეჭველი მოვა, თავს აგატკივებს, ცხვირს წვინტლებით გამოგიჭედავს, ძილს არ დაგაცდის, თავში წამოგიტყაპუნებს და ერთი სიტყვით არ მოგადუნებს. ასე მეზიზღება ეს გაურკვეველი წარმომავლობის სანტა კლაუსი და საერთოდაც, ნაძვის ხეზე ჩამოკონწიალებელი მრავალჯერადი გამოყენების სათამაშოებიც.
„რაც არ უნდა დიდი ქმნილების წინაშე იდგე, თვით უმნიშვნელო ადამიანიც მეტ ყურადღებას მოითხოვს შენგან“. კ. გამსახურდია
იდგა ღვინობისთვის პირველი... ქრისტეს აქეთ 2012.
არჩევანს უნდა დაერქმია სახელი: ადამიანი უზენაესი ღირებულება თუ შადრევნებთან ფერად–ფასადიან–ასფალტიანი სინამდვილე ნაცვლად ადამიანური ღირსებისა.
ნაციონალური აღვირახნილობისა და სადიზმის ქარტია-ეს ის ტერმინია, რომელიც ქართული ხელისუფლების იდეური და მორალური არსის ერთ-ერთი საუკეთესო და ამომწურავი დეფინიცია იქნებოდა. დემოკრატია, ლიბერალიზმი, ჰუმანიზმი - ეს ის ცნებებია, რომლებიც ტრაგიკომიკურ ღიმილს იწვევს ჩემში და ალბათ ყოველ თავისუფალ, საქართველოს მოქალაქეში, რადგან სწორედ ამ სიტყვების თამამი გამოყენებისას ილახებოდა ყოველი მოქალაქის თავისუფალი ნება და მათ უკან წლების განმავლობაში იფუთებოდა ძალაუფლების ჭიით დაღრღნილი პირთა სადისტური მმართველობის ეპოქა.
თათია პაქსაშვილი
[საკონკურსო პოსტი]
ხშირად მსმენია ჩვენი ექიმების ხელში მტერი ჩავარდესო. ჯანსაღი, რომ იყო საავადმყოფოდან დასნეულებულს გამოგიშვებენო. ხალხში გავრცელებული ეს მოსაზრება ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება. ამის თქმის საფუძველს ერთ-ერთი პაციენტის ნაამბობი მაძლევს. 36 წლის, სრულიად ჯანმრთელ სამხედრო მოსამსახურეს, ჩინით მაიორს უვიცი და გულგრილი ექიმი ანესთეზიოლოგის წყალობით ინფარქტი განუვითარდა. არამიანცის სახელობის საავადმყოფოში „შეძენილმა“ დაავადებამ ნარკოზით მოტეხილი ფეხის ოპერაციას შეუშალა ხელი. ერაყის და სამაჩაბლოს ომის მონაწილე სახლში ისევ ყავარჯნებით გაუშვეს. ექიმების დაუდევრობა და შეცდომები ცალკე თემაა. ჩემი ბლოგი ჰიპოკრატეზე დაფიცებული ხალათიანების არანაკლებ მნიშვნელოვან ქვეთავს ეხება.
ანა ლორია
[საკონკურსო პოსტი]
ძალიან ხშირად ადამიანებს უწევთ იმ საზოგადოებრივი წესების ბრმა მორჩილება, რომლებსაც გულის სიღრმეში აკრიტიკებენ ან, თუნდაც, უსუსურ ბრძოლას უცხადებენ. თუმცა, ეს დაპირისპირება ვირტუალურია და, შესაბამისად, არც რაიმე ღირებულის მომტანი ინდივიდისათვის. ასეთ სიტუაციაში თითოეული ჩვენგანი უამრავჯერ აღმოჩენილა. და რა ბედნიერია, როცა თავისივე გამონაგონ თუ შექმნილ განზომილებაში გმირად რომ ქცეულა: საკადრისი პასუხიც გაუცია თვითკმაყოფილი იდიოტისათვის, საკუთარი აზრიც ხმამაღლა და უშიშრად დაუფიქსირებია, არც ხალხის შაბლონადქცეულ უაზრო წესებს დამორჩილებია... ვისთანაც სურდა, იმასთან უმეგობრია; რა ოცნებაც ჰქონდა, ის აუსრულებია... და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის, გემოვნების შესაფერი აქსესუარი თუ ნივთი შეუძენია. მის სამყაროში ხომ მოდასაც თავად ჰქმნიდა და სტილსაც.
ეს კი, დღე–ღამის განმავლობაში გონების მანქანით შექმნილი სივრცე იყო, ხალისიანი და ფერადი. მაგრამ რეალობას ხომ ვერ გავექცევით? რა უნდა მოვიმოქმედოთ ნამდვილ სამყაროში(არადა, ჩემი აზრით, ის ვირტულური უფრო ნამდვილი და ჭეშმარიტი უფროა, ვიდრე ჩვეულებრივი ყოველდღიურობა. ხო მაგრამ, ეს სუბიქტური აზრია და ვის რა ედარდება, რას ფიქრობს კონკრეტული N-ი)?
თუ შენს სამყაროში ხშირად იმოგზაურებ, მიეჯაჭვები კიდეც და მერე რთული იქნება მისგან თავის დაღწევა. საზოგადოებაც არ დააყოვნებს და სულიერად შეშლილად „მოგნათლავს“. ჩვენს გარშემომყოფებს ხომ საოცრად ეხერხებათ ე.წ. დიაგნოზების გამოცნობა – ეს მათ IQ-ს უსვამს ხაზს(შაბლონს ვგმობ და თავად გაცვეთილი ფრაზა მოვიშველიე. ძნელი ყოფილა, ტაბუს დააღწიო თავი:)).
მაშ სად ვეძებოთ გამოსავალი? – იქნებ შენივე მსგავსი ინდივიდები აღმოაჩინო და ერთად შექმნათ სამყარო, სადაც მარტო შენ არ იქნები განსხვავებული... ასე ხომ ბევრი იქცეოდა? და შედეგი? – რა თქმა უნდა, იყო. ეს საერთო ინტერესებითა და სტილით თანაზიარი ადამიანები(შემდგომში უკვე „საახლობლო“ ეწოდებათ ხოლმე მსგავს დაჯგუფებებს), მართალია, მაინც ხვდებიან კრიტიკის ქარცეცხლში,კრიტიკის დოთ... წესით, უნდა გამოგივიდეთ...ისე, რა მარტივი ყოფილა, არა?
სათვის რაღაც ახალის, ნოვატორულის შემქნელებად ითვლებიან. მაგრამ უკვე საზოგადოებისათვის რაღაც ახლის, ნოვატორულის შემქნელებად ითვლებიან. გოიმის ბრჭყალები სცილდება მათს სახელებს...
ისე, რა მარტივი ყოფილა, არა?
იქნებ, სცადოთ... წესით, უნდა გამოგივიდეთ...
Livepress.ge აცხადებს კონკურსს საუკეთესო ბლოგერის გამოსავლენად
სიბნელის შიში უმოძრაო, დამყაყებული ჰაერივით მძიმე და ბლანტი იყო. საღეჭ კბილებს შორის მოქცეული ლუკმის მსგავსად საყლაპავ მილს შეუქცევადი სიდინჯით აწვებოდა. ამომგდები ძალის დაუდევრობით სხეული ბუნდოვან შეგრძნებებს იმახსოვრებდა მხოლოდ. მრუმე ოთახიდან ამოზნექილ შიშს, რომელიც ძალიან გავდა ტანსაცმლის საკიდზე შემოსკუპებულ ჭინკას, კარადის მიღმა ატუზულ ავის მქმნელ ჩრდილისფერ დედაბერს, სარკმელში გამოკიდულ ურჩხულს, აკანკალებული ხელის შევლებით ვაფრთხობდი.