თათია პაქსაშვილი
[საკონკურსო პოსტი]
რამდენჯერ მოგხვედრიათ თავში ტელე-კამერა? რამდენჯერ შეუქმნიათ თვქენთვის, როგორც მაყურებლისთვის დისკომფორტი ქართველ ტელე-ოპერატორებს? რამდენჯერ ჩაუხედავთ ანთებული კამერებით თვალებში სცენაზე მყოფი მსახიობებისთვის? რამდენჯერ მოუნათებიათ ჩაბნელებულ კინოდარბაზში თქვენთვის ტელე-კამერა? იმდენჯერ, რომ სათვალავი აგერევა. სათვალავი არ აქვს მაყურებლის მხრიდან შეძახილებს: ჩააქრეთ შუქები, გამორთეთ კამერა.
ერთი შეხედვით კანონზომიერია ქცევა, რომელიც აწესრიგებს ბუნებაში განულაგებელ ემოციას, განწყობებს, იოლის შესატყვისი მოძრაობა და ფორმა მხოლოდ ფიქციაა სურვილის, თუ უ-სურვილობის, როცა გამოგონილ მდგომარეობას არავითარი სხვა დანიშნულება არ აქვს, გარდა უნიჭო კირკიტის!
ინტერნეტ-გამოცემა Livepress.ge აცხადებს კონკურსს საუკეთესო ბლოგერის გამოსავლენად.
ქალს სწორი, მკაცრი ნაკვთები აქვს, თვალსაჩინო ყვრიმალები, ვიწრო ნესტოები და მოკლე, მწითური თმა. ერთი შეხედვით ძველი, საბჭოური ყაიდის სკოლის ხელმძღვანელს წააგავს. მზერა გამჭოლი, უინტერესო და ცარიელი, გადაწყვეტილი. ადამიანებს ქანდაკებებივით აღიქვამს, პრიმიტიულად, მიზეზიანად საუბრობს, თავის თავში დაჯერებულს ჰგავს და ფორმულების, მინიშნებების სანაცვლოდ, მკვახედ სიტყვაძუნწობს.
გამოცანა გერგებათ.
ჰო და შეირგეთ.
დირექტორი არა, მაგრამ ლექტორია და პუბლიცისტიკას მიკითხავს. წლებია ჩემთვის ვეურჩები, რაღაცებს ვუმტკიცებ, წყენას დავიხსნი და ისევ გულში ჩავიბრუნებ, არაფერი გამომდის, ყველაფერი თავიდან იწყება, ალბათ იმიტომ, რომ თავის დროზე მისი ნათქვამის საპასუხოდ საკუთარ მრწამსს არ და ვერ, გაუბედავობაზე მყარი მიზეზით ვერ გამოვესარჩლე. უბრად ყოფნამაც მე გამაწამა, ის არა. სამაგიეროდ ჩემი ურჩობის, მაშინდელი გადაკიდებისა არაფერი იცის. ახლა სხვა სტუდენტებს ასწავლის. ღიმილი მის სახეზე არ მახსოვს. მხოლოდ დაჭიმული ნაკვთები და უცვლელი მანძილი ჩვენსა და მას შორის, ლექციებიდან ლექციებამდე. ასე შენახული დისტანცია!
თითქმის ჩვეულებრივია სიუჟეტი! დაფის სიახლოვეს დაჭერილი მზერა, არაფრით განსხვავებული, ცოტა პრეტენზიული, ცოტაც დამცინავი, უთანასწორო, მაღლიდან. წარბის მიმართულებას რომ უნდა მიუხვდე, გაუგო, დაახლოებით მსგავსი. დავალებაც ისეთია, უხერხული, ღირსებაზე რომ გადაგატარებს, შეგაეჭვებს. ამას მერე მივხვდი. ყოველთვის ასე მჭირს. ეს ის დროა, ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრია, „იყიდება საქართველო“, ლექტორი პუბლიკაციებს გვირიგებს. ამოცანის შინაარსი გვამცნობს, გამოქვეყნებულ წერილებში მასალები მნიშვნელობების თანახმად დავახარისხოთ და მათგან ერთერთზე ვიმუშაოთ, მედიატორის პრინციპული და ტექნიკური შეცდომები გავასწოროთ. ზუსტად არ მახსოვს. დაახლოებით კი ასე იყო. შემთხვევითი შერჩევის თანახმად სტატიები გავინაწილეთ. ჩემ კუთვნილ პრესის ფურცელზე ჟურნალისტების ნამუშევრები ერთდროულად რამდენიმე კილომეტრიანი სარწყავი არხის გაყიდვის და ეკლესიის ძალად დანგრევის თაობაზე იუწყებოდნენ. ვითომ შემწყნარებლური, თანაგრძნობის ალიყურიც მაშინ ვიწვნიე, როცა კონსერვატიული გარეგნობის ქალბატონმა შესრულებული დავალების საპასუხოდ, სადაც ახალგაზრდა სტუდენტის მოკრძალებით ვსაუბრობდი ტაძრის განადგურების მნიშვნელობაზე, ცერად კია არა, ჯიქურ მომახალა, საკუთარი „ღირებულებები გადააფასეო“. სიუჟეტიც ამით ამოიწურა.
მაშინ პირველად გამიორდა „მე“. ასე, შეჭიდებულის მდგომარეობით გამოვეხიზნე უნივერსიტეტს. მას შემდეგ ბევრ, სხვადასხვა წონა-ზომის, ცნობიერების, აღზრდის და შეგნების ადამიანს შევხვდი. დღეს კი გაუბედავის ნაცვლად, ასე, გზად შემოფეთებული და კაბინეტებში შენახული ჰაბიტუსების ცნობა-აღმოჩენაში გამობრძმედილი ფსიქოლოგივით ვწერ ამ ყველაფერზე, იერარქიის ალიტერაციულ მნიშვნელობაზე, ცალკეული მიმართულებების შეჯახების ცენტრიდან, გამოზოგილი სიამოვნებით ვაკვირდები სივრცეს, თავის დროზე გარდაუვალი აუცილებლობის ნიშნით რომ დამაბნია და დღესაც მაოცებს ხელოვნურად შეკოწიწებული საყოველთაო აურზაურისთვის საზეიმო, ცოტა ირონიული, სახიფათო განულაგებლობით. ერთი სიტყვით, საბედისწერო მდგომარეობა არ არსებობს, თუკი მოვლენებს რეგენერაციის მიზეზით განმეორების, განახლების, დეფორმაციის, შინაარსისის მიხედვით იგივეობრივი მსგავსების შენარჩუნების უფლებას არ მივცემთ. პირიქით, ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი პოზიტივს მოვუძებნით ნებისმიერ საზოგადოებრივ წესრიგს, ცნების პირობითი მნიშვნელობით, საგანმანათლებლო, აღმზრდელის ფუნქცია ექნება, დისემინაცია კი, ე.წ. პათოლოგიური პროცესების გაბნევა ნებისმიერი ფეხსალაგიდან, თავის თავშივე ჩაკლავს კერიიდან დასნებოვნების გავრცელების საფრთხეს.
სახელმწიფოს და საზოგადოების დანიშნულება თანამყოფობაა. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებში ცნობიერების თავისებურებები, შეგნების ხარისხი განამსგავსებს მთელის იდეას, მაგრამ არც იმდენი ძალის უფლება აქვს, გადაწყვეტილის რეგალიით მეორე შეურაცხყოს, დარწმუნების სანაცვლოდ სიძულვილის ენით დამპყრობლის მანდატით ასარგებლოს საბჭოური, დამწნილებული ცნობისმოყვარეობა. ერთი სიტყვით, უხეშად დაარღვიოს მავანის მყუდროება, საკუთარი არჩევანით კი ერთგვარი „მორალური“ კამპანია გაამართლოს, როგორც ხელშეუვლები „ხატისთვის“ თაყვანისცემის საზოგადო ფორმა. ბუნებრივია, არხი და ტაძარი, ნებისმიერი სხვა დანიშნულების ნივთი, ობიექტი, რომლის შენახვა, გაყიდვა, განადგურებაზე იქნება საუბარი, ერთმნიშვნელოვნად საგულისხმოა, თავისთავად მათი დახარისხება და სხვადასხვა ნიშნით დეფინიცია, ბოროტებაა, თუკი პატრიოტიზმი გვალაპარაკებს, პატივმოყვარეობის შემთხვევაში აბსურდი, ჟურნალისტისთვის საქმე, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით კი ლიბერალიზმი. ჩემი მაშინდელი დავალების პასუხიც ეს უკანასკნელი პოზიციაა. აი, მოკარნახის მდგომარეობაა ცუდად შენახული პროფესიონალიზმი, პირველი, მეორე და მესამე შინაარსის გადამეტებით, ჰუმანიზმის გვერდის ავლით ყველა მცდელობას აზრს რომ უკარგავს, ამ ხერხით კი სიავის და დანაშაულის ცნებას აძლიერებს.
ადამიანები იშვიათად ერიდებიან საკუთარი თავის იდენტიფიცირებისთვის, პირობითად, ძლიერი მხარის საპოპულარიზაციოდ გამოხატვის არაერთგვაროვან ფორმებს. გადარჩევის საბაბით. ე.წ. იმიჯი ხშირად არც ფუნდამენტურ ღირებულებებს დაგიდევს, როცა ზღვარი გინდა გაავლო სხვისი მომიზეზებით, შენს გამო. მიღმა პოზიცია კი, ყველა „უნებლიე“ ახირების საინსპირაციოდ წყალს ხელახლა აამღვრევს, მერამდენედ გააწონასწორებს. მაშინ ყველა, ვინც ამგვარი იმიტირებული მდგომარეობის, ცნობიერების ყულაბაში მონეტების გაბევრების სასაცილო მოძრაობას არ, ან ძნელად შეეხიდება, არჩევანის უფლებას მიიღებს.
ჩემი მაშინდელი წინააღმდეგობაც ამის მცდელობაა! ამას გვიან მივხვდი. სამაგიეროდ ბევრი მსგავსი, გაუგებარი სტანდარტის, ფორმის, შინაარსის თანამშრომლობის თავისებურება ფეშქაშია ყველასთვის, ვინც ამ საჩუქარს მუშტრის უფლებით არ გაჩხრეკს და ასე, საჯარო ექსპერიმენტის პირობას დათანხმდება.
პიროვნული თავისუფლების შემოზღუდვა დისფუნქციაა, როცა ილუზიაა მე-ს არსებობა, შიგთავსის მდგომარეობა, სიცარიელეა, აბსურდია იქ, სადაც ნერვმა უნდა იმოძრაოს. ამ პირობის საპირისპიროდ ქცევა, როგორც სიტყვის ხორციელი პოზიცია ბუნებაში, არ და ვერ ეწინააღმდეგება პირობითად ოთახის, ოთახში ჰაერის, ნივთიერი და მყარი ცნებების და საგნების მოცემულობებს. პირიქით, დაჯახების, განადგურების, გადარწმუნების მცდელობით მხოლოდ სიცოცხლის, მოძრაობის შეუქცევადობას აკანონებს.
ლიბერალიზმი პატიების გზაცაა, მხოლოდ არა ცალმხრივი! არც ფორმალური. რაც ნიშნავს, ნებისმიერ სხვამდე მანძილი, დაშორების ათვლა შენით იწყება. თუკი „მე“ საკუთრივ ამნისტიაზე უარს იტყვის, იმ სხვებზე გავრცელებულ, ჰუმანიზმს შეკედლებულ წინასიტყვაობას, დამრიგებლურის ნაცვლად შეუწყნარებლობის წესს დაუმორჩილებს. სამაგიეროდ მოგთხოვს მისი საპირწონეთი იხელმძღვანელო, ღირებულებები დაახარისხო, ჩემი უუფლებობა შენი უფლებით ვაღიარო. ბუნებაში განზოგადებული სივრცე თავისთავად აკეთილშობილებს ყველა იდეას და ნებისმიერ შემთხვევაში ყოფნის განუმეორებლობას ეთანხმება, მხოლოდ ფაქტურა ძნელად მიჯნავს მდგომარეობებს კონდიციის მიხედვით. შეუჯერებლობის მიზეზით სხვაზე თავდასხმა კი სუსტ, უნებისყოფო ადამიანებს აუბედურებთ. ასეთ დროს მსხვერპლი მარტივად გრძნობს ყალბ პათოსს და ჰუმანიზმის უსუსურობას. ასე, ნაკარნახევი ღირებულებებისა კიდევ არ მწამს. გაწონასწორებას აბსტრაქტულ ცნებასთან ხელი არ აქვს, რადგან ბუნებაში არ არსებობს თვითრეგულაციის მექანიზმი, რომელიც ფასეულობის განსაზღვრებას, მნიშვნელობას, როგორობას ყველა ჯურის ადამიანში ერთპიროვნულად დააბალანსებს. ამიტომ უაზრო და უადგილოა ნებისმიერი ქცევა, რომელიც სხვაში ებრძვის საკუთარ შიშებს. ვერც რკინის გარეგნობა, პროფესიას შეხიდება, აქნილი, ვიწრო ზოლად შერჩენილი წარბების სახეზე გადაწყობ-გადმოწყობა, შეუვალი ხმა, სხვაში ფათური შეარბილებს ამ სისუსტეს. არავის ჰქონდეს ამის ილუზია!
ადამიანი მუდმივად შეეცდება გაამართლოს საკუთარი აგრესია განურჩეველი მისამართით. გამოხატვის თავისუფლებაც სხვა არაფერია თითქოს. ერთი შეხედვით მარტივი ქცევა კი გარემოს მაშინ ანაგვიანებს, როცა ცნობიერი და არაცნობიერი ბუნება თავის თავში ვერ ერევა საუკეთესო „ოქროს“ მდგომარეობას. ასე იყო მაშინაც. მე კი მაინც დავისუსხე.
სამაგიეროდ ამ ბლოგს სხვა არავითარი დანიშნულება არ აქვს.
წყენა გა-ვა-ნელე. სულ ეს იყო!
პირველმიზეზის ფუნქცია თავისთავად ფიქციაა, თუკი შინაარსს სწორი დეფინიციის და დახარისხების მანდატით ძირს არ გამოურღვევ, განუმეორებლობის დანიშნულებას არ გაუმარტივებ და რატომ? როგორ? სად?როდის?... ამ და სხვა საკითხვისნიშნე სიტყვებს გადანახულის ემოციით არ ამოკემსავ. სილოგიზმი, რომელსაც მე შენ, შენ მას, ის სხვას, ყველა ერთმანეთს, დანარჩენი კი დარჩენილს სთავაზობს, არახალი კანონზომიერებაა. მხოლოდ უწყვეტის პერიოდული ინტერპრეტაცია და ინდივიდუალური გააზრება ამ მუდმივობის საკეთილდღეოდ, სისხლის განახლების თერაპიას ჰგავს. ამ დროს მიზეზი და მიზეზის მიზეზები, მერე თითის გაშვერები ეგოს საწინააღმდეგო მიმართულებებით, უთავბოლოდ დახურდავებული პასუხისმგებლობა, იმის და ამის შეგნება, დაქუცმაცებული და გარღვეულ ძაფს გამოკიდებული ცნობიერი თუ სპონტანური ქცევა, როგორც ხავსჩაჭიდებულის ცნება, შეიძლება დავა(სახელ)ოთ აბსურდის იდეად. ეს ის შემთხვევაა, როცა ქაოსი ნიშნავს კონფორმიზმს, მხოლოდ მოძრაობის ინსცენირებით. „ხმაურის“ მცდელობა არ გამორიცხავს „ინსტრუმენტების“ ღრჭიალს, მაგრამ არც რაიმე ქმედებას გულისხმობს. სამაგიეროდ, ალუზიური ყოფა ვერ და არ ცნობს პროფანაციას. პირიქით! პატარა ქალაქი, ზედსართავი სახელისთვის უჩვეულო სიდიდით ეურჩება აბსურდის თეორიას, როგორც სხვა რელიგიის მრწამსს. აქ ადამიანები, შეუქცევადი დაუზარებლობით არღვევენ ფსევდო ჰარმონიის სრულყოფილებას. დანაწევრებული კასტები ხელოვნურად დაჩეხილ სხეულში ცდილობენ შეინარჩუნონ მთელის ბუნება და ხასიათი, მაგრამ „მინდა“ „მინდას“ ყოველთვის არ ნიშნავს. ფორმალობა, როგორც წესი, გარეთავსია მოვლენის და ნაკლებად გამოხატავს ცნების მკაფიო დეფინიციას. ეს სიზუსტეც ისეთივე აბსტრაქციაა, როგორც მთელის იდეა და ასე განსაჯეთ, აბსურდის წესრიგი. ყალბი და მისტიური დამოკიდებულებები, შეგრძნებები კი გამოგონილის ხელოვნურობით ცალსახად ქმნიან მოჯადოებულ წრეს, სადაც ერთი შეხედვით ყველას ყველა, და ერთმანეთი უყვარს, მაგრამ ძნელად სხვისი კარგი თუ უხარიათ. სადაც ხელს მხოლოდ უბედურებებზე, წარუმატებლობებზე ითბობენ და ჯიბრიც მოძრაობის ძირეული საინსპირაციო ქცევაა, სამეზობლო ურთიერთობები მხოლოდ „ზურგის“ გამაგრების ფიქციაა, სადაც მაშინ გიცინიან, როცა არ ეღიმებათ, „ვითომ“ თანაგრძნობის და სოლიდარობის ნიშნად გიტყაპუნებენ მხრებზე ხელს და რაც მთავარია, ყველა გრძნობს, რომ „ყველა“ „ყველას“ ატყუებს და ამის შესახებ ორივე „ყველამ“ იცის. ჩაკეტილი წრეებისთვის ერთგვარი რეგალიაა ეს ნიღაბი, რაც იმთავითვე ნიშნავს ქაოსის დაკანონებას გაუმჭვირვალობის მიზეზით. მარტივად, მოპირკეთების პრინციპი ცნობიერებას ერჩის, რაღაცების ფორმაციას სათავისო ალტერნატიული ვარიაციებით, იმ იდეალებთან საერთო არაფერი აქვს, რასაც ქადაგებენ. ესეც ვიცით ყველამ!
ეთიკის და ზნეობის დეკლამირება დღემდე ვერ გასცდა გროტესკის არანჟირებას წმინდა საზოგადოებრივი შინაარსით. ამიტომაც ძნელად დაცული იგივეობები ფორმას ვერ ინარჩუნებენ და აქროლვის ძალით სუბლიმატ ერთეულებად, ვიწრო, მყიფე ურთიერთობების ნიშნით ფოკუსირდებიან. ერთი შეხედვით, მთელი ეს გაუგებრობა უმტკივნეულო ქირურგიაა, მანამ მაინც, სანამ ვიღაც ხელს შეგაშველებდეს. სხეულის ნაწილის ცნება ბუნებრივია პირობითია, გაუგებარია მხოლოდ, რაა მყარი და ნამდვილი. აბსურდის დემასკირებაც მთელი რიტუალია. მსახურება დაახლოებით პროტესტის შიშველ დემონსტრაციას წააგავს. ჯერ ე.წ. მოჯადოებულ სივრცეს ათავისუფლებენ, მერე გაჩვეულებრივებული წრე ნიღაბს საკუთარი ხელით იგლეჯს. გამჭვირველე მინა სახეს ირეკლავს. ორეული კი სარკიდან იღრინება!
აბსტრაქცია საბოლოოდ ბუნების და გარემოს ყველაზე ნივთიერი პოზიცია მგონია. ნება თქვენია. შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ. ამ დამოკიდებულების საინსპირაციოდ ის სივრცე და ფეხსალაგიც მეყო, რომელსაც მეც ვყოფნი. ერთი სიტყვით, ყველაფერი ხელშესავლები დაიმსხვრა. რეგენერაციის ძალით ჯამში შესაკრებებმა გადაინაცვლეს. შინაარსი დაირღვა და პლიუს–მინუს უსასრულობის იდეაც „ჭირი იქა, ლხინი აქას“ შინაარსით გასრულდა. მოვლენის სუბსტანციის კვლევა ნიშნავს საკუთარი თავიდან გასვლას. მანძილის ცნება სადემარკაციო ხაზივით მიჯნავს გზას, რომლითაც „უძღები შვილი“ ისევ „შინ“ უნდა დაბრუნდეს. ერთნაირი ხათაბალა და თავის ტკივილია მარჩიელობაც. გა“შინ“აურებაც ცნობიერი ქცევაა. წესით და რიგით საკუთარ თავთან დაბრუნება მტკივნეული და ცოტა უსიამოვნო რიტუალია. ეს ნიშნავს, შენივე ხელით დაარღვიო იმპერია „მეს“ ირგვლივ, დაქირავებული „კირით“ და „ქვით“ ხუროები მსახურებისგან გაათავისუფლო, გაანადგურო „ცათამბჯენში“ დასვენებული ხატი, ერთი სიტყვით საკუთარ თავს ებრძოლო და ირგვლივ ყველა აიძულო, შენი „ღმერთის“ იდეა დაამხონ. ეს დაახლოებით სხეულიდან სულის გასვლას და ჩაბრუნებას ჰგავს. „სიკვდილის ლანდის“ დაფრთხობა, როცა „ჩასაფრებულის“ მდგომარეობას ნირვანიდან გამობრუნებული სუბიექტი ძნელად ჰგუობს, აბსტრაქცია. ამავე მიზეზით არის უაზრობა, ქაოსური, არის ყალბი პათოსით გაპიპინებული, უნიჭო ნატურა, მოხალისე მხატვრის, დეკორატორის უუნარობის ზეიმი.
ადამიანებს არ, და უყვართ კიდეც, მასზე როცა წერენ. აპოლოგეტობა ნიშნავს შეფუთო, დაასაჩუქრო, გააპიარო „მე“. სამაგიეროდ უშნოდ კირკიტიც ფარსიანი რეკლამაა. ორივე, ცალცალკე და ერთად, თანაბარი ხათაბალა. სათავისოდ და სასხვისოდაც იდეალური გამოსავალი მიზეზიანი ჩხირკედელობაა „გვამის“, როცა გაკვეთილ სხეულს მუშტრის თვალით კი არ აფასებ, პირიქით, პირველმიზეზს ეძებ ამ „სიცივის“, უგულობის, სიყალბის, თავშესაქცევი უძრაობის. როცა გათოშილ ხელისგულებს მზრუნველად სრეს და ნემსის ჩხვლეტასავით უსიამოვნო შეგრძნებებს ძალად გამოიხმობ, დროებით აობლებ სულჩაბრუნებულ სხეულს. განმარტოება ხომ ერთგვარი კათარზისია, როცა მოჯადოებული წრე ძალას კარგავს და მერე იმ „ქვის“ მსროლელებისაც აღარ გეშინია, თავის დროზე რომ გაბედეს და დანაშაულებათა იგივეობების მიუხედავად, პირველებმა დაგიშინეს „იოლად“ ხელშესახები ნასუფრალის ნარჩენები. გაუშიშარება ნიშნავს გაუბრალოებას, თანაზიარობას, რომ ვიღაც შენზე კი წერს, მაგრამ ეჭვგარეშეა, მისნაირი ხარ, მხოლოდ ის შენში მხილების გზით გაივლის, თანაგრძნობის ძალით ასე, მისხალ მისხალ აგაწაპნის სატყუარას და მერე ორივეს მაგივრად იმსახურებს სიტყვას, დაყუდებულის მდგომარეობის საილუსტრაციოდ.
ამასწინათ ერთმა ძალიან მშობლიურმა ადამიანმა მითხრა, დღეს კალამი ბევრს ერჩის, მაგრამ სიყვარულით არაფერი იწერებაო. ზიზღი და ნიშნისმოგება მხოლოდ სათავისო პროტექციის ფორმაა, რომლითაც საკუთარი უპირატესობის ნიშნით, სიტყვებს ბრმა ტყვიის მსგავსად, ერთგვარი „შემთხვევითობის“ გამანადგურებელი ძალა აქვთო. ბოღმა და მუდმივი ჩხრეკა „მკურნალის“ უფლებით შიგნით ვერ ატანს, დამეთანხმებით. რა თქმა უნდა, უსიყვარულობა თავისთავად გულისხმობს ფსევდო მატერიალური, აბსოლუტურად უსარგებლო, ნივთიერი, თვითნაბადი „ღირსების“ აყრას, რადგან თუკი სირაქლემის პოზიციით ავტორები საკუთარი განმსგავსების იდეის გადარჩენას შეეცდებიან, მაშინ დანარჩენი „ერთნაირები“ დამარტოხელებულები შეეცდებიან „მჯღაბნელებისგან“ შელახული პატივი აღიდგინონ. სამაგიეროდ ბლოგის და თვალსაზრისის იდეა ყოველთვის მიზანმიმართული აგრესია იქნება და განურჩევლად ზიზღის ნთხევის ალაგიც. ყველა ის ენერგია კი, რომელიც ავტორის ხელში გაივლის, უსამართლობის გროტესკის სახელით მისდაუნებურად სიყვარულის და თანაგრძნობის ლოგიკას დაარღვევს.
ეჭვგარეშეა, შიშს და სიძულვილს საკუთარი უსუსურობის განცდა იწვევს. მარტივი გამოსავალი კი ნიშნავს, უსათუოდ სხვაზე მოსინჯო კრახი, გნებავთ ფიქცია და აბსურდის სამართალი. ყოფნის ილუზია კი უთუოდ მოხიბლავს უძრაობისგან გაბეზრებულ მკითხველს, ვინც გაბედავს და ერთხელ მაინც, ავტორის სიმართლეს დაიჯერებს!
საზოგადოება მთელი თავისი შინაარსით გამოხატავს ერთის დაუნაწევრებელ პოზიციას ცალკეული განსხვავებებით. ტიპიური მსგავსება-განმსგავსებები არსებითად ეთანხმებიან სრული მოდელის დეფინიციას, რომ „მთელი“ დაქუცმაცებულია ე.წ. „ფოკუს“ ჯგუფებად, რომ ეს ლიბერალური თუ ფსევდო შემწყნარებლური მინი საზოგადოებები რაიმე სახით არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და აბრკოლებენ სიმრთელის ცნობიერ გააზრებას. „პლიუს“ და „მინუს“ სოციუმი თავისთავად გულისხმობს თანამყოფობას და განზიდვის საპირისპიროდ, და ფიზიკის კანონის თანახმად ერწყმიან მთელ, ერთი სიტყვით იმ სივრცეს ქმნიან, სადაც შეიძლება ისაუბრო სახელმწიფოს ფენომენზე, როგორც ჯამზე, „მათემატიკური“ ნიშნების. შესაკრებთა გადანაცვლებით თუკი იცვლება რამე, საალბათოდ დამოკიდებულებები, ოღონდ დაუხარისხებლად. არა სისტემა, და ცნობიერებაც არ! თუ ვერ! ერთი შეხედვით დეისტური „საზოგადოება“, მხოლოდ სოციუმის ვიწრო მნიშვნელობით „ხელდაბანილის“ პოზიციით ამართლებს, ეკრძალება და აღიარებს საკუთარი რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრების ლოგიკას, თითქოს ხელდასხმული, თუ „უსხმელი“, უზენაესის უნებურად სახელმწიფო და მისი ძირეული რგოლი, სამოქალაქო ფენა თვითნებურად ვითარდებიან და მერამდენედ დარღვეული, გადახალისებული სახელმძღვანელოებით ერჩიან შეუქცევად სინამდვილეს. რიგ შემთხვევაში შეუთავსებლობა და სინთეზს გარე მოქმედება კი როგორც აღმოჩნდა, შედეგს არ გამორიცხავს.
დისფუნქციის მაგვარი სოციუმი, მთელი თავისი ნამდვილი და ფსევდო ინტელიგენციით, მოყირჭებული რაციონალობით, რომელიც კაცმა არ იცის რა უფრო მეტადაა დღეს, ფსიქიურად გაუწონასწორებელი საზოგადოების ამბიცია, თუ ბევრად, გნებავთ ნაკლებად მეტი ამაზე. არსებითი მნიშვნელობა ზუსტ განსაზღვრებას ახლა არ აქვს, რადგან ერთი შეხედვით ასეც არის და ისეც, და პირიქით. ფორმულირება რაღაცების, ყველაზე მარტივი გამოსავალი მგონია სათავისოდ, როცა ცდილობ და საგნებს, მოვლენებს ასათაურებ, ვიწრო ნიშნით განიხილავ. რაც მთავარია, შეთავაზებულ ფსევდო ალტერნატივას მიუმხრობელ სუბიექტებს ჯერ არაადეკვატურთა კასტაში ათავსებ, მოგვიანებით კი იმ სახელებით ნათლავ, რომლებზეც ჭკუა მიგიწვდება... და სინდისიც... დიახ, „ც“. ფორმალური თანხმობა, მთელი თავისი ცნობიერი შინაარსით არ გამორიცხავს საპირისპირო განწყობას, მაგრამ რიგ და ძირეულ შემთხვევებში არ სცდება გარეკანს. ვითომ-ვითომ ერთეხელაც ხომ შეიძლება გასკდეს რაღაც, დაფარულმა წინააღმდეგობამ მხრებაწურულის ძალად მოკრძალება დაამსხვრიოს შიგნიდან და ჰოს მაგივრად თქვას არა!
ვინიცობაა შენს მიერ სახელდებულ მოვლენებს თანამონაწილეობით, კარგად შენიღბული ძვირსიტყვაობით არქმევ ზემოდან დაბერტყილ(შებერტყილ) კნინობით-ალერსობით „კო“, „კუ“, „შა“, „შუ“, „წო“, „წუ“, „ნია“, „ია“ განმარტებებს, მოვლენის არსის და ძირის მდგრადობა ისეთივე მყარია, როგორც ჩვენი ეკონომიკის, და არა მხოლოდ, ბევრი, ბევრი, იმის, ამის, „პეტრეს“ და „პავლეს“ სამინისტროსი. ცნობიერების პარაფირება შინაარსით ზუსტად ესადაგება თვისობრივად ახალ სინამდვილეს, რომელიც ისეთივე ხელშესახებია, როგორც ოცნება თურქული და აზერბაიჯანული, მოლდოვური და სპარსული ზღაპრებიდან ერთი ხელის შევლებით დაშენებულ სასახლეებთან, კარისკაცების, მეფის ჯამბაზების ინსტიტუტებთან, ერთი სიტყვით ყველა იმ აუცილებელ პირობით ნიშნებთან, სახელებთან, რომლებიც ერთ სულ და ხორც ქმნიან „ვანკა-სტანკა“ ილუზიას, რეგალიების სიუხვე და შესაფერი ადრესატების ჰაბიტუსები მეტყველი შინაარსებით კი გვეხმარებიან, წრეწირის სიმრგვალე და ჰარმონია არ დავარღვიოთ, რადგან „უფლისწულები“ მძინარე „მზეთუნახავების“, სამეფოების გამოხსნის სანაცვლოდ თანმდევი დემონიზაციის ფაქტურის „გაკეთილშობილების“ მცდელობით ძნელად ეურჩებიან ჯანსაღი გარსის და შიგთავსის დასნებოვნებას. მეფე და კარისკაცები კი რეგენერაციის უფლებით საუბრობენ „ლამაზ- ქალაქის“ გაშენებაზე, თითქოს მარტივი ხელის შევლებით შეფერადებულ სიტყვას რაიმე საერთო ჰქონდეს გეგმით გაწერილ თუ დასაგეგმარებელ კონსტრუქციებთან, რომელიც ათ წელიწადში მასშტაბურ, ნახევარმილიონიან, დასავლეთ საქართველოს მთავარ სავაჭრო, ეკონომიკურ ქალაქად და ბიზნესცენტრად უნდა იქცეს. გველის პერანგის მსგავსად თურმე კანგაცლილი ახალი ლაზიკა თავიდან დაბადებულის ჯანით იცხოვრებს და პრეზიდენტის ინიციატივით დედაქალაქის შემდეგ სიდიდით, საქართველოს მეორე ქალაქი იქნება.
ქვეყნის პირველი პირისგან პომპეზური, ზოგჯერ და ხშირად ფუფუნების შინაარსის ნოვაციებს დაჩვეულს... არ გამკვირვებია. თავპატიჟს არ დაგიდევთ... უემოციოდ, ყოველგვარი „ვაშა“, „ტაში“, ჩემებური „იუჰუს“ და სახასიათო ჭყლოპინების გარეშე დავახარისხე, გადავარჩიე დამსხვრეული და ათას ნატეხებად დანაკუწებული ნამდვილი და სატყუარა აღფრთოვანება, წრფელი და აუცილებელი ღიჭინი, ცივი და თავდაჭერილი გულგრილობა, ქვემძრომელობა და ფანატიზმი, უაზრო... და შეგნებულიც. „უკუღმა დაჭედილის“ უბედურება მხოლოდ მისი სასჯელი კი არ არის, პირიქით, როგორც წესი თანაბრად იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობს, და ადამიანების საზიარო ხინჯი, რომლებიც მასთან ერთად თანამყოფობენ. ვინიცობაა კერპის შეუვალობა ამსხვრევს დანაწევრებული სოციუმის ინტერესებს და საკუთარი, მეფის აღფრთოვანება ენაცვლება „ვიწრო, „წმინდა წყლის“ სუბიექტურ მოთხოვნილებებს, „დედამიწა“ „მზის“ გარშემო ბრუნვას წყვეტს და „სინათლის“ სხივიც ხელის ჭუჭყთან ერთად მხოლოდ „ჯოჯოხეთს“ ანათებს.
მე კარგად მესმის, მბრძანებელის აღფრთოვანებას კარისკაცები „თავს დაღმართ ცემით“ ხვდებიან, აღდგომის ცეცხლივით ერთის აღტკინება კი იგივე გაუნელებელი მხურვალებით, ხელიდან ხელში გადადის. დიახ, ვხედავ და მესმის კიდეც ძალად გაბევრებული ხალხის უბედურების, მზის სისტემიდან „მოკვეთილთა“ უძლურება მარტივი მიზეზია მეფის კარისთვის, გადაარჩიონ ღირებულებები საჭიროების, დროულობის, მეტ-ნაკლებობის მიხედვით, რადგან მოშლილი ისრები, ნერვიული სისწრაფით წინ, ფეხაჩქარებული ხალხის ნაბიჯებს უსწრებენ, კასტრირებული ნება კი ჩლუნგდება და ხელოვნური ნირვანით შეპყრობილი ადამიანების ხმაჩამწყდარმა პროტესტმაც გვიან, ნელა, მაგრამ მაინც შეიძლება მოაღწიოს.
სანამ „ლამაზ-ქალაქი“ აშენდებოდეს, ძირი გაუმაგრდებოდეს, ზედ პრეზიდენტის „ქართული ოცნება“ დაშენდებოდეს, ერთი სიტყვით, „ვიდრე ხვალ“, ვფიქრობ, არ იქნებოდა ურიგო, მეფის „დაძალებული“ დემოკრატიის უფლებით „ყელამდე“, ყულფზე ჩამოკონწიალებული კითხვის სანიშნე ადამიანებიც მოესაკლისებინა ვინმეს. მზა პასუხის პასუხად, რომლის შინაარსიც copy paste-ის პრინციპით ვრცელდება დღემდე, იქნებ პრიორიტეტები გაწერილიყო აუცილებლობის და გადაუდებელი საჭიროობის თანახმად. ექიმის ცნობიერი პოზიციით პირველ ჯერზე მზრუნველის ძალისხმევა ჭრილობებს წამლობს და არავითარ შემთხვევაში ფიქრობს სხეულის დეკორატიულ ღირებელებებზე. ის „ესთეტიკა“, რომელსაც საალბათოდ გულისხმობენ, დღეს ფუფუნებაა და პურის ყუას დანატრებულ ხალხს მასთან ხელი არ აქვს.
ჰოპლააა... როცა ჯადოსნური ჯოხი „ჯადოქრის“ ნების დასტურად „მინდა“, „მინდას“ ჭირვეული სიჯიუტით ჭყლოპინს იწყებს და „შენ იმღერე, მე ვიცეკვებ“ გაუმართავი აღტკინებით სოფლის შენებას იწყებს, „ათას ერთი ღამის“ და დღის არეული სიზმრებით მეფე „სიცოცხლეს“ იხანგრძლივებს, ცხვრები კი მისი გათვლებით ახლად აკოკოლავებულ მინდვრებში იბალახებენ. მაგრამ ძირშივე გაუმაგრებელმა ბალავარმა რა სიმძიმეს უნდა გაუძლოს? მაღლიდან დაშენებული სახელმწიფოს იდეა კი წყალშემდგარის უძლურებას როგორ ეურჩოს?
მით უფრო, ახალი ქალაქის მშენებლობის მშრალი იდეა ეკოლოგების, ურბანისტების, სათანადო კომპეტენციის პირების მიერ წარმოდგენილი კონკრეტული მონაცემების და დასკვნების გარეშე რთული „კონსტრუქციის“ ნოვაციაა. შინაარსს მოკლებული სიტყვა ბრმაა და ცარიელი. არ შეიძლება ამ დროს ემოციამ გადაგძალოს, რადგან „ჭირი იქა, ფქვილი აქას“ მსგავსი ეპილოგი მხოლოდ ზღაპრებს თუ უხდება, სპარსულს, მოლდავურს, ყაზახურს თანაბრად... და ქართულს!
ესეც რომ არა, საჭიროებების დახარისხება არ გულისხმობს მხოლოდ მათემატიკურ გათვლებს, შესაკრებთა გადანაცვლებების მიუხედავად დაჯამება თითქოს ერთი პრინციპით ხდება, მხოლოდ აზრობრივი შინაარსი ირღვევა მაშინ, როცა ადამიანების ინტერესებს წმინდა ტექნიკური ნიშნებივით განიხილავენ და არავითარ შემთხვევაში პრიორიტეტების თანახმად. ამ მიზეზით შეიძლება ცუდად აკვიატებული წონასწორობა დაირღვეს. ე.წ. „ჯამის“ იდეა კი... ფაფუუ!
ცას გამოკიდულ ყველა კითხვას პასუხები თანაბარი სიზუსტით ერგება. მე „ახლა“ უკვე ვიცი, ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება „პირველია“, სწორედ ამ მიზეზით ვინარჩუნებ განუმეორებლობის ემოციას, მჯერა, „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ და მეიმედება, „ყველაფერი კარგად იქნება“!
ბოლოსდაბოლოს ჩვენშიც ხომ „ყოველდღე ისმის ღამის დარაჯის დაგვინებული ხმა და ძახილი: „ღამის 2…3…4… საათია და ყველაფერი, ყველაფერი გეეენიალურადააა!“
შოთა ხინჩაგაშვილი
ნიუ იორკში მწყერი ხეზე შეჯდა – პირველმა გეი წყვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლიათ სთრეითებივით მოიქცნენ. სტრუქტურულ ჰომოფობიაზე (‘უფლება არ გაქვს იქორწინო’) სწორს პასუხს ინტერნალიზებული ჰომოფობია (შენ ნორმალური ხარ, მეც მინდა შენსავით ნორმალური ვიყო) ვერასდროს გასცემს. თუ გწამს, რომ ავადმყოფი ხარ, იურიდიული ფურცელი საწინააღმდეგოში ვერ დაგარწმუნებს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთმა უცხოელმა მეგობარმა მთხოვა დავხმარებოდი ტურისტული მარშრუტის დაგეგმვაში. ვიფიქრე, ჩემი მშობლიური რეგიონი რომ შევთავაზო არ იქნება ურიგო და გადავწყვიტე რეგიონის ადმინისტრაციის ვებგვერდის დახმარებით მიმეღო საჭირო ინფორმაცია.
არსებობს ყალბი და ნამდვილი სიყვარული. არსებობს პროპატრიოტული, პრორომელიღაც ეროვნული, ნიჭიერი და უნიჭო და აბსოლუტურად უსარგებლო პროპაგანდა. პროპაგანდა, რომელშიც იხარჯება უსარგებლობის ხარისხთან შესაბამისი უმიზნო ფინანსები.
დაჭიმული მშვილდის ფორმის კაცობრიობა ბებერ პლანეტაზე გადებულ საცალფეხო გზას ბეწვის ხიდის სიფრთხილით მიუყვება. ცარიელა გამოქვაბულებიდან გამოხიზნული პირველყოფილები ასკინკილის სიზუსტით ადგანან ხრეშ–ხრეშ, ბეტონ–ბეტონ, ტყე–ტყე გზას, ევოლუციიდან რევოლუციებით ცივილიზაციამდე. და პირუკუ, ცივილიზაციიდან რევოლუციებით ევოლუციამდე.