ბლოგები
„უ–ძეგლოთა“ ინსპირაცია
18:38 / 08.08.2011
„უ–ძეგლოთა“ ინსპირაცია

ერთი და ორი "თავი" არაფერია, როცა ათასობით და ათი ათასობით "თავ" "თავი" ილეწება. ხელოვნურ სასაკლაოებზე ბუნებრივი საჭირ (ო) "ბოროტებისთვის" მსხვერპლშეწირვის რიტუალი, "შეწირულის" უ–ნებელობის ინსცენირებას წააგავს... ერთი შეხედვით... ცხადია ეს მდგომარეობა სულაც არ გულისხმობს დაწინდული "თავის" თუ "ვების" სურვილს, მაყურებელი შეთავაზებულ აქტივობებს გაუნაპიროს, მაგრამ რეალურად არ გამორიცხავს მიზანმიმართული, გამოზოგილი ზომბირებით, ტაშისმკვრელთა "მასის" გა–"მრავალ"–"ფერ"–ოვნების გზით, იმავე ხელებმოტყაპუნე არსებების დარწმუნებას, საკუთარი "მეს" ნების აღმსრულებელნი რომ არიან.

რამდენიმე კარგი და მუშა რეცეპტი ინტელექტუალთა კასტაში გასაწევრიანებლად
18:01 / 31.07.2011
რამდენიმე კარგი და მუშა რეცეპტი ინტელექტუალთა კასტაში გასაწევრიანებლად

პატარა კულტურული სივრცის დაპყრობა გაცილებით მარტივია ვიდრე შედარებით დიდის. საკმარისია კარგი დეკლამაციის უნარი და ემოციურად ოდნავ გაუწონასწორებელი ფონი, ამით უკვე აუდიტორია გყავს და ესმით თუ არა, გისმენენ.

From Poti with love
17:37 / 13.07.2011
From Poti with love

ფოტოსააგენტო EPA-ს (www.epa.eu) შესახებ არაფერი ვიცოდი. 7 ივლისს მოვჩხრიკე ინტერნეტში - სახელწოდება საეჭვოდ ჰგავდა იმ საინფორმაციო სააგენტოსას, რომელთანაც წლებია, თავისუფალი ჟურნალისტის სტატუსით, ვთანამშრომლობ DPA(www.dpa.de). ალბათ, გაგებული მქონდა მსგავსი სააგენტოს არსებობის შესახებ, მაგრამ არასაჭირო ინფორმაციას მაშინვე ვივიწყებ ხოლმე - ჩიპს თუ ჩამიყენებენ, პრობლემა მომეხსნება (ჭეშმარიტი მართლმადიდებლებისგან განსხვავებით, წინააღმდეგი არა ვარ).

„ბროწეულობანა“, ანუ „როგორც გენებოთ“!
18:42 / 01.07.2011
„ბროწეულობანა“, ანუ „როგორც გენებოთ“!

წერტილი..ორ–წერტილი..ტირე, კიდევ ტირე, მძიმე..ბევრი, ბევრი ძახილის ნიშანი.. და კითხვის ნიშნები მრავალწერტილებზე.

საკეისრო - დაბადების დღე შეკვეთით
17:33 / 01.07.2011
საკეისრო - დაბადების დღე შეკვეთით

უკვე მესამეჯერ გავიგე. ადამიანები შვილის დაბადების დღეს რაღაც თარიღებს საგანგებოდ ამთხვევენ ხოლმე. ხან პრაქტიკულია ეს - ბარემ ახალი წელიაო და რამე; ხან რელიგიური - ნიკოლოზი უნდა დავარქვათ და  ნიკოლოზობასვე დაიბადოსო.

"აღდგენითი სამუშაოები"
17:58 / 07.06.2011
"აღდგენითი სამუშაოები"

საზოგადოდ ცნობილია, რომ სკოლის, ოჯახის და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი მოზარდის განვითარებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

თეატრი თუ ეკლესია?
17:25 / 05.06.2011
თეატრი თუ ეკლესია?

2050 წლის ფოთი. დავუშვათ, ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ტელევიზორებში გვარწმუნებენ.  ინდუსტრიულმა ბუმმა აქაურობა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ყველაზე ცოცხალ და დინამიურ ადგილად აქცია. მოსახლეობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ქუჩები ჭრელია,  გადაჭედილია ათასი ჯურის გასთარბაითერითა თუ მეზღვაურით.  9 აპრილის ხეივანი „წითელი ფანრების“ კვარტლადაა ქცეული (როგორც ყველა დიდი პორტის სიახლოვეს ხდება ხოლმე). 

„გაიღიმეთ, ფარული კამერაა“?!
13:50 / 30.05.2011
„გაიღიმეთ, ფარული კამერაა“?!

ხელის მარტივი მოძრაობით შემოვხაზოთ წრე, წარწერით „ჩემი თავისუფლება“, იგივენაირად მეორე წრე, წარწერით “შენი თავისუფლება“, დაახლოებით ისე, უნარ–ჩვევებზე მუშაობისას რომ ისწავლება. თუ ერთი მეორეს არ გადაკვეთს, გვეშველა, ყველაფერი რიგზეა! მაგრამ, თუ კი, ნიშნავს, რომ ჩემსას ვერ ვუფრთხილდები, ე.ი. სხვისას ვარღვევ უნებურად... მარტივი კანონზომიერებაა, მაგრამ... მაგრამ! არც თუ იშვიათად „შინა“ „განაწესი“ გვავიწყდება, ზომიერების კი რა მოგახსენოთ! ვკრავთ, ვფუთავთ ჯანსაღ აზრს, მერე თავად ვთიშავთ. როცა შინაგან (ალბათ სხვაგვარი არც არსებობს) თავისუფლებაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ჩემი, შენი, ჩვენი აზრის გამოთავისუფლებას ყველა... და ყველაფრისგან. სამოქალაქო საზოგადოება, თუ კი ის არსებობს, უსუსურია, უძლურია  დაიცვას უფლება, არსებობის და დანიშნულების. საამისოდ მას არ, თუ ვერ ხელეწიფება ნება... და სიმტკიცე, დაუხარისხებელია „მე“– „სხვებისგან“, დამარცვლული ცნობიერება კი ერთ “სულ“ ოვნების განცდას ზომბირებულ საზოგადოებაში შეთითხნილი მიზანმიმართულობით აჩლუნგებს. სისუსტე თავისმხრივ არის შიშის, პატივმოყვარეობის, უსაშველო გადამისამართებების, უ–პასუხისმგებლობის საკუთარი მე–ს... და თუკი განვავრცობთ საზოგადოების და ქვეყნის.

თავისუფალი ნება passive voice-ში
17:43 / 17.05.2011
თავისუფალი ნება passive voice-ში

Passive voice ანუ ვნებითი გვარი, ინგლისური ენის გრამატიკაში განისაზღვრება, როგორც ობიექტის მდგომარეობა მასზე განხორციელებული მოქმედებისას მაშინ, როცა მოქმედი სუბიექტი არ ჩანს, ან არ არსებობს.

„ეშმაკის ქვა“
13:55 / 17.05.2011
„ეშმაკის ქვა“

ვამბობთ... და ვამაყობთ! სამუზეუმო ექსპონატივით ქცეული ისტორიიდან, როგორც ძველი „სალაროდან“ დროდადრო თარიღები ამოგვაქვს და ჩინ–მედლებივით ვიბნევთ... საკუთარი დამსახურებებივით გვიხარია და ვექადნებით შეშლილ, შეშლილ სამყაროს – ნახეთ, „ვისი გორისა ვართ!“ „აღარაფრის გვეშინიას“ თამაში მოგვწონს, „დიდობანას“ მსგავსად. მერე ვამტკიცებთ, რომ „პირველაად საქართველოს ისტორიაშიიი...“ არადა, საღათას ძილით გაზულუქებულებს პოლიტიკურთან ერთად კაი მადლიანი საზოგადოებრივი „სკლეროზიც“ ხომ გვჭირს? გვჭირს!

კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.