ბლოგები
ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულში საჭიროა თუ არა განათლების განყოფილება
FaceBook Twitter
E-mail Print
ბლოგის ავტორი: ეგნატე შამუგია. ის არ არის „ლაივპრესის“ თანამშრომელი.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულები არასწორად და „ადილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსის 156-ე მუხლით განსაზღვრული საშტატო რაოდენობის მაქსიმალური ათვისების მიზნით რომ არის შედგენლი, ნათელია, სადაც საშტატო ერთული - 120, ხოლო შტატგარეშე 10 მოსამსახურეა, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან მიღებული საჯარო ინფორმაციით დასტურდება. ასევე, გამგეობა/მერიის თანამდებობის პირების ოდენობა განსაზღვრულია „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსის 52-ე მუხლით, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 13-ს, საიდანაც ჩვენს შეთხვევაში ათი სამსახურის უფროსია, სამი - მერი, ვიცე-მერი და მერის მოადგილე. აღნიშნულის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ქალაქმშენებლობის სამსახურის შექმნა, რომელიც ადრე იმავე ფუნქციებს განყოფილების სახით ასრულებდა. ახალი სამსახურის შექმნა შესაძლებელი გახდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის შსს დაქვემდებარებაში გადასვლის შემდგომ.

დღეს კი, მინდა ვისაუბრო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების არსებობა/არარსებობაზე.

დავიწყოთ იქიდან, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსით სკოლამდელი და სკოლის გარეშე განათლების უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებაა, ხოლო ზოგადი სრული განთლების მხარდაჭერა არ არის მისი მოვალეობა, არამედ უფლებაა, რასაც სურვილის შემთხვევაშიც ჩვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მომავლი ხუთი წლის მანძილზე ვერ შეძლებს. აქ, „ზოგადი განთლების შესახებ“ კანონით შესაძლებელია სკოლების კაპიტალური ხარჯების დაფინანსება, რომლის განხორციელება მერიის სხვა სამსახურების ფუნქციას წამოადგენს.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულებით განსაზღვრული განათლების განყოფილების ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის განათლების რესურსცენტრთან ერთად საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობა და რეაბილიტაცია.
ბ) სკოლამდელი განათლების კოორდინაცია.
გ) სკოლამდელი განათლების სფეროში პროექტების შემუშავება და განხორციელება.
დ) განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების მატერიალური წახალისება.
ე) შესაბამისი პროფილის საპუბლიკაციოდ გამოცემის ხელშეწყობა.
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

აღნიშნული ფუნქციების განსახორციელებლად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განათლების განყოფილებისთვის, რომელიც შედგება განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტისა და წამყვანი სპეციალისტისგან, ყოველწლიურად 61 ათსი ლარი იხარჯება (ხელფასი, პრემია, საწვავი).

განათლების განყოფლების „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქცია დამოკიდებულია სურვილზე, როცა ბიუჯეტში გამოყოფილია შესაბამისის თანხა, ხოლო წელს ამისთვის 60 ათასი ლარია გათვალისწინებული, რომლის ხარჯვა მერიამ არამიზნობრივად დაიწყო, რაც გულისხმობს მერიის მიერ კულტურული ღონისძიბების დაფინანსებას სკოლის ფინანსური დახმარების პროგრამიდან. აღნიშნული კი დასტურდება 2016 წლის 11 მარტს შ.პ.ს „დიარონთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით და მერიის მიერ ტორტების და ყვავილების შეძენით. იმ შემთხვევაში, როცა სკოლებისთვის გამოყოფილი თანხა იხარჯება ბიუჯეტის შესაბამისად, მისი განხორციელება დებულების მიხედვით ქალაქმშნებლობის სამსახურის ფუნქციაა. ხოლო, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორცილებისთვის არსებობს ა.ა.ი.პ „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“, რომლის ბიუჯეტი არსაკმარისია ბაღებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაწესრიგებლად, განსხვავებით ამავე ა.ა.ი.პ.-ის ადმინისტრაციისთვის საჭირო ხარჯებისა. სწორედ აქედან გამომდინარე არ გააჩნია მუნიციპალიტეტს სახსრები საჯარო სკოლებისთვის. ამავე სფეროში, პროექტებისა და მეთოდების შემუშავებისთვის „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში“ დასაქმებულია განთლების სპეციალისტები, ლოგოპედები და ფსიქოლოგები, რომელთა ხელფასი ა.ა.პ.-ის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მოხელეების საშუალო ხელფასზე ბევრად მაღალია. „ე“ ქვეპუნქტის კი - ამავე სამსახურის სხვა განყოფილებებს (მაგალითად, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილება), ადმინისტრაციულ სამსახურს და ა.ა.ი.პ „სკოლამდელი სააღმრზდელო დაწესებულებათა ცენტრს“. რაც შეეხება „დ“ ქვეპუნქტს (განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების გამოვლენა), ამისთვის არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და მისი მუშაობის ორგანიზება შესაძლებელია უზრუნველყოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურისა და სპორტის-ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებამ, რადგან ზემოაღნიშნულში არ იგულისხმება მხოლოდ აკადემიური მოსწრება, რასაც სკოლები მიაწვდის მოთხოვნის დროს, არამედ ხელოვნებისა და სპორტის სფეროში წარმატებები. „ვ“ ქვეპუნქტში თუ იგულისხმება კომისიის აქტი, რაც გულისხმობს წარჩინებული ახალგაზრდებისთვის ფინანსურ დახმარებას, მისი აღსრულება საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის მოვალეობაა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების -
20:18 / 15.02.2022
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების - "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ" [Cogito ergo sum] ალუზიით,
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო
22:45 / 10.03.2020
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო "ატრიუმმა" ფუნქციონირება შეწყვიტა.
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა
19:46 / 26.02.2020
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა "საჯარო" განხილვა ერთ მეტად
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
13:21 / 15.01.2020
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.