ბლოგები
ღალატის გამოსყიდვა ხუბუტიასეულად
FaceBook Twitter
E-mail Print
ავტორი: ტატო ჩანგელია

რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის #1 სკოლის 150 წლის იუბილე აღინიშნა. საუბარი სწორედ ღონისძიების მოკლე აღწერით მინდა დავიწყო: პირველი სკოლის ეზოში სცენაა დადგმული, ირგვლივ შავ-თეთრ ფორმაში გამოწყობილი დაწყებითი კლასის მოსწავლეები დადიან. მზე არ ანათებს. ცა ნაცრისფერია. თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო ცხელა. უხერხული მდგომარეობა იქმნება - მასწავლებლები უხერხულად ინიავებენ მარაოდ გადაკეთებულ რვეულს. ეს უხერხული სიცხე საგულისხმოა. საიდან მოვიდა და რას ერჩის დამსწრე საზოგადოებას?

ღონისძიება გრძელდება: სცენაზე წამყვანი დგას. ბავშვები კითხულობენ გულისამაჩუყებელ, ზეიმებით გაცვეთილ ლექსებს, ხოლო ვისაც ემღერება - მღერის. მასწავლებლებს სენტიმენტები აწვებათ და ტირილს იწყებენ. მოზარდები საქართველოს დროშას აფრიალებენ. სკოლის დირექტორს სიცხე უჭერს, ამიტომ ვერ ითმენს, სცენაზე არბის და სიმღერას იწყებს. აქვე საეჭვო საპატიო სტუმარი, მიხეილ ხუბუტია დათარეშობს. ჩაცმულობით ერთდროულად ზვიგენს და შუპუტინსკის წააგავს. ხელში საჩუქრები უჭირავს და ამაყად დგას. ცოტა ხანში სიცხე მასაც უჭერს. სასწრაფოდ იწყებს საჩუქრების დარიგებას და პიჯაკს იხდის - გულმკერდს ინიავებს, მომღიმარი სახით სცენას უყურებს და როცა მისკენ სცენიდან რევერანსებს ისვრიან, სახეზე ბედნიერების ტალღები აწვება. ყველა, ასე თუ ისე ბედნიერია. ღონისძიება გრძელდება.

ღონისძიება არასწორი სიტყვაა, უფრო ზუსტი იქნება - კარნავალი. მოცემული ღონისძიება ირიბად, მართლაც წააგავდა ბახტინისეული კარნავალის ცნებას. საბჭოთა კავშირს მართალია არ მოვსწრებივარ, და ის ჩემს დაბადებამდე შვიდი წლით ადრე დაინგრა, თუმცა ვხვდები, როგორი შეიძლება ყოფილიყო „საბჭოთა კარნავალი“, დაახლოებით ისეთი, როგორიც მაღლა აღვწერე - ყალბი და ბრუტალური. შეიძლება ასეთი ჩანაფიქრი სულაც არ ჰქონიათ ორგანიზატორებს და როგორ ადამიანსაც დახვდნენ, ისეთი გამოუვიდათ მათდაუნებურად. თუმცა ამ ამბავში ეს ნაკლებად საინტერესოა, ამიტომ დავანებოთ თავი კარნავალის ესთეტიკურ ღირებულებაზე საუბარს და პირდაპირ მთავარ და მნიშვნელოვან თემაზე გადავიდეთ.

მოცემულ ამბავში მთავარი წერტილი ოდიოზური სუბიექტი, სახალხოდ ცნობილი პუტინის მეხოტბე მიხეილ ხუბუტიაა, რომელიც პუტინის სიყვარულის გამო საქართველოში ბევრჯერ შეხვედრია პრობლემას. ამჯერად გადარჩა, თავის საზოგადოებაში აღმოჩნდა. ხუბუტიაზე საუბარი, თან მასთან იარაღად მორალის გამოყენება, ცოტა უხერხული მგონია. ყველამ ყველაფერი ვიცით, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. ზოგი თუ თავს იტყუებს, საკუთარსვე დააბრალოს. ამიტომ, ორიენტაცია და მორალი არა ხუბუტიაზე, არამედ მათზე მოვახდინოთ, ვინც ხუბუტიას მისცა ლეგიტიმაცია - დასწრების საშუალება სკოლის იუბილეზე. მეტიც, საპატიო სტუმრის სტატუსიც მიანიჭა, თან არ დაგვავიწყდეს, ეს ადამიანები ისინი არიან, რომლებმაც ახალი თაობა უნდა აღზარდონ, სამშობლოს მოყვარული.

მარტივად მისახვედრია ვინ არიან ესენი, თუმცა აქ არც სახელი და არც გვარი მნიშვნელოვანი არ არის. პირადად ჩემთვის ერთი ფაქტია ამ ამბავში ყურადსაღები: როგორ სუბიექტს/ადამიანს ქმნიან სკოლაში, სადაც საპატიო სტუმრად მიხეულ ხუბუტია, საქართველოს ნომერ პირველი მტრის მხარდამჭერი იქნა მიწვეული.

მოცემული სკოლის ადმინისტრაციის და სხვა, განათლების სისტემაში მყოფი ადამიანები, მისგან, ანუ ხუბუტიასგან ქმნიან ერთგვარ ხატს - მისაბაძ მაგალითს ბავშვებისთვის. „პატივცემული“ ბიზნესმენი ერთგვარი სიმბოლოა წარმატების, იმის, რაც ბავშვებს ყველაზე მეტად ჩაესმით ყურში მასწავლებლისგან, მშობლებისგან და ზოგადად საზოგადოებისგან. ის არის ადამიანი, რომელმაც იშოვა ფული. როგორ და რანაირად, კაცმა არ იცის, და აქვს საშუალება, რომ თავის სკოლაში მივიდეს, დაარიგოს საჩუქრები, მეტიც, ერთი ორჯერ გაარემონტოს კიდეც იქაურობა, რათა ბავშვებისთვის განათლების მიღება უფრო კომფორტული გახდეს. ესე იგი, ბავშვებისგან ერთგვარ კონკურენტუნარიან სუბიექტს აწარმოებენ, რომელმაც შეიძლება ერთ დღეს ვიდეოც კი ჩაწეროს, სადაც საკუთარი ქვეყნის მტერს ულოცავს არჩევნებში გამარჯვებას. მოკლედ, ყველაფერი მოსალოდნელია.

მაინც მგონია, რომ ამ თემაზე ბევრი საუბარი სისულელეა, რადგან ყველაფერი ნათელია და ასე მგონია ტრუისტულ ამბავს ვყვები და ცოტა მერიდება კიდეც.

მოკლედ, ბოლოსკენ მინდა აღვნიშნო - ჩემი აზრით, საქართველოს ოკუპანტი პირველ რიგში შიგნით, ქვეყანაში უნდა ვეძებოთ, სხვა დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია. ამიტომ, ხუბუტია ჩემთვის არ არის იმდენად ოკუპანტი და ახალი თაობის მტერი, რამდენადაც ის ადამიანები, რომლებმაც მას [ხუბუტიას] ლეგიტიმაცია მისცა, თან არ დაგვავიწყდეს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს ადამიანები ზრდიან, უფრო სწორად აწარმოებენ ახალ თაობას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო
22:45 / 10.03.2020
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო "ატრიუმმა" ფუნქციონირება შეწყვიტა.
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა
19:46 / 26.02.2020
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა "საჯარო" განხილვა ერთ მეტად
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
13:21 / 15.01.2020
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.






ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდში „იალჩინ მარკეტის“ თანამშრომლებმა აქცია გამართეს, ისინი
იმას ითხოვენ,
23:58 / 27.09.2018
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდში „იალჩინ მარკეტის“ თანამშრომლებმა აქცია გამართეს, ისინი იმას ითხოვენ,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
Life in exile during the pandemic [Documentary film]

In the village Rukhi in Zugdidi municipality, nine internally displaced

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.