ბლოგები
თავისუფალი ნება passive voice-ში
FaceBook Twitter
E-mail Print

Passive voice ანუ ვნებითი გვარი, ინგლისური ენის გრამატიკაში განისაზღვრება, როგორც ობიექტის მდგომარეობა მასზე განხორციელებული მოქმედებისას მაშინ, როცა მოქმედი სუბიექტი არ ჩანს, ან არ არსებობს.

ქართველებს ცნება „თავისუფლება” განსხვავებულად გვესმის. უფრო განსხვავებულია „თავისუფალი ნების” აღქმა. პიროვნულადაც და კანონიერადაც ადამიანებს გაგვაჩნია თავისუფალი ნების ქონის უფლება. ჩვენს უფლებებზე ძალიან ცოტა რამე ვიცით-ესეც ჩვენი თავისუფალი ნებაა-როცა დაგვჭირდება მაშინ გავიგებთ ამის შესახებ უფრო მეტს. თავისუფალი ნების გამოხატვის ყველაზე ადვილი საშუალება კი მაყურებლის როლში ყოფნაა. მაყურებელი რაიმე პროცესის მიმდინარეობას ესწრება, უსმენს მას, ან არ უსმენს და სურვილისამებრ ტოვებს ამ პროცესს. ყველა ამ მიმზიდველ პლიუსს თან ერთვის ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი-მაყურებელი არასდროსაა ვალდებული პროცესის თანამონაწილე გახდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, როგორც მაყურებლებს არ გვხიბლავს მონაწილეობის მიღება საჯარო განხილვებში, დისკუსიებში, ისეთ პროცესებში სადაც საკუთარი აზრის დაფიქსირება მოგვიწევს. აზრის დაფიქსირებას არავინ მოგვთხოვს კულტურულ ღონისძიებებზეც. ჩვენი საზოგადოება ჯერ ვერ გადაეჩვია რაღაც გამორჩეული ნიშნით ჩატარებული ღონისძიებებზე დასწრების აუცილებლობას. განსაკუთრებით მაშინ, როცა მსგავსი ღონისძიება(საშინელი სიტყვაა), ადგილობრივი ბიბლიოთეკის ინიციატივით და ძალიან მრავლისმთქმელი სახელწოდებით - „ინგლისური ენა - ხიდი ქართულ-ამერიკულ კულტურებს შორის” იმართება. ამ ღონისძიების(მოდი ამ სიტყვის მაგივრად რამე სხვა სიტყვას მოვიფიქრებ), ამ ინიციატივას ძალიან კარგი სურვილი უდევს საფუძვლად-გავაცნობიეროთ ინგლისური ენის მნიშვნელობა ჩვენი კულტურული სივრცის ჩამოყალიბებაში. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს კულტურულ თუ ლიტერატურულ სივრცეში ინგლისურმა ენამ ძალიან დიდი ხანია დაიმკვიდრა თავისი ადგილი და ის თავის მოვალეობას-ინფორმაციული თუ კულტურული გამოცდილების გაცვლას განსაკუთრებული ღონისძიებების ჩატარების გარეშეც ახერხებს. სხვა თემაა რამდენად კარგად ახერხებს. ზუგდიდის ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე ენის ეს მისია უკვე შესრულებულად გამოცხადდა მხოლოდ იმიტომ, რომ „კეროლაინმა მეგრული „ჩელა” მეგრული აქცენტით შეასრულა(!)”. შედეგად „ის უკვე თითქმის მეგრელია!”. აი, კიდევ ერთი გამოხატულება ჩვენი, ჯერ კიდევ ქსენოფობი საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულების, რომ კულტურული გამოცდილების გაცვლა ერებს შორის მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ეს ერები ერთმანეთს ერთ ენაზე უაქცენტოდ ესაუბრებიან და უმღერიან. ამაში, ცხადია, ცუდი არაფერია. ცუდი არც ის  იქნებოდა, რომ ენაზე ზოგადად, როგორც ერებს შორის გამოცდილებების გაზიარების საუკეთესო საშუალებაზე კონცერტში მონაწილე იმ მასწავლებლებს ესაუბრათ ვინც, ეროვნული საგნმანათლებლო რესურსცენტრების მიერ რეგიონის სკოლებში ასწავლიან. ვფიქრობ, ბიბლიოთეკებს აქვთ მსგავსი ინიციატივების განხორციელების საშუალება. მაგრამ ალბათ, ძალიან რთულია გამართო მსგავსი ინტერაქტიული დისკუსი, მაშინ როცა არ გეგულება ადამიანთა ჯგუფი, ვინც არა მხოლოდ მოისმენს, არამედ აქტუირად დააფიქსირებს საკუთარ შეხედულებებს არსებულ პრობლემებზე, იკამათებს გამოსავლის გზებზე და სწორად შეაფასებს მდგომარეობებს. მაგრამ მსგავსი აქტივობა გარდა ფიზიკურისა, გონებრივ ძალისხმევასაც საჭიროებს, ამიტომ გაცილებით მარტივია ურთიერთობის ცალმხრივი გზის გამონახვა-ვიღაც იმღერებს უაქცენტოდ, სხვები მოუსმენენ და ტაშს დაუკრავენ.

 

მახსოვს, სკოლაში დაგვავალეს გვესწავლა მეათე საუკუნის ჰიმნოგრაფის, იოანე ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”. მაშინაც ვერ მივხვდი, და ახლაც მიჭირს გავიგო რას ნიშნავს „ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე.” საკითხის მრავალგვარი ინტერპრეტირების და ლიტერატურათმცოდნე-ლინგვისტების მოსაზრებებს შორის, ყველაზე ძალიან დამამხსოვრდა ერთერთი: „იოანე ზოსიმეს „ქებაი” ეხება არა მხოლოდ ქართულ ენას, როგორც ასეთს, არამედ ქართველ ერს, ქართულ ეთნოსს, მის კულტურულ ისტორიულ მისსიას, როგორც ეს ესმოდათ საქართველოს ეზოთერულ-ქრისტიანულ წრეებში”(ზვიად გამსახურდია), რომელიც, ჩემი აზრით, უნივერსალურად განსაზღვრავს არა მხოლოდ ქართული ენის, არამედ ზოგადად ენის მნიშვნელობას ერის კულტურული ცნობიერების ჩამოყალიბებაში. გამოცდილებათა ურთიერთგაზიარება და გაცვლა უკვე არა ენის, არამედ ადამიანთა ფუნქციაა და ამ ფუნქციის, თუ მისიის შესრულება უტოპიას უფრო ემსგავსება, როცა საზოგადოება მისი კუთვნილი თავისუფალი ნების გამოყენებას მხოლოდ ცალმხრივი თანადასწრებით და უვნებო ტაშით გამოხატავს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების -
20:18 / 15.02.2022
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების - "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ" [Cogito ergo sum] ალუზიით,
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო
22:45 / 10.03.2020
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო "ატრიუმმა" ფუნქციონირება შეწყვიტა.
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა
19:46 / 26.02.2020
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა "საჯარო" განხილვა ერთ მეტად
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
13:21 / 15.01.2020
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.