ბლოგები
რამდენიმე კარგი და მუშა რეცეპტი ინტელექტუალთა კასტაში გასაწევრიანებლად
FaceBook Twitter
E-mail Print

პატარა კულტურული სივრცის დაპყრობა გაცილებით მარტივია ვიდრე შედარებით დიდის. საკმარისია კარგი დეკლამაციის უნარი და ემოციურად ოდნავ გაუწონასწორებელი ფონი, ამით უკვე აუდიტორია გყავს და ესმით თუ არა, გისმენენ.

ხმამაღალი აქცენტები ტექსტების შინაარსის აღქმაში ხელს შეუშლის ყველას, შესაბამისად მის ღირებულებას ნაკლებად დააფიქსირებს ვინმე, უბრალოდ აუდიტორიის ემოციური ტაშის ფონზე ხვდები, რომ მათ ეს მოსწონთ. ეს საკმარისი მოტივია იმისთვის, რომ აზრი გაიზიარონ. შედეგად მზადაა  არგუმენტი დაჩლუნგებული ანალიზისთვის–სხვა რაღა გინდა მეტი! ქალაქი ცოცხლობს! სუნთქავს! სწორედაც რომ ცოცხლობს! –კვირაში რამდენიმე ლიტერატურული საღამო, თვეში რამდენიმე პოეტური კრებული გამოწერილი აბებივით პერიოდული  მაცოცხლებელი „სულიერი საზრდოა“, ოღონდ, როგორც ყველა წამალი „კრძალვით მისაახლებელია“ თავისი უკუჩვენებითი ხასიათის გამო. დანარჩენი უკვე „სვეტსკი“ ინტელექტუალური ელიტის საქმეა. გააჩნია, თქვენ რომელ მხარეს გიწევთ დგომა. ჩვენი კულტურული სოციუმი ჯერ კიდევ ის სივრცეა, სადაც კონკრეტული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი განსაზღვრავს საზოგადოების ლიტერატურულ გემოვნებას, თემის აქტუალობას და თქვენ წარმოიდგინეთ, ლექსის ფორმასაც კი. ამ ნიშნით დეფინიცირდება მთელი ქვეყნის ინტელექტუალური ელიტის გემოვნება. ამ შემთხვევაში, ნაკლებად მნიშვნელოვანია საკუთარი აზრის ქონა რაიმე მოვლენაზე, საკმარისია მხოლოდ გაიგო სხვისი შეხედულება და შემდეგ გაიზიარო ეს აზრი. სხვისი რა, ქარიზმულ–ავტორიტეტული ავტორის, რომლის ხსენებაც კი უკვე სტერეოტიპულად დადებითად განსაზღვრავს შენს ინტელექტუალურ სტატუსს და ნიშას საზოგადოებაში. არსებობს  უფრო ვიწრო, „გოიმური“ კასტა სადაც მოსახვედრად აკუტაგავას, მოდილიანის, ვან გოგის და რომელიმე ლოკალურად აქტუალურ–აქტიური პოეტის სიყვარულია საჭირო. უფრო მასშტაბურ, „სვეტსკურად სნობურ“ კასტებში გასაწევრიანებლად მხოლოდ ეს მცირე ჩამონათვალი არ კმარა, აუცილებელია ერთი–ორი, ნაკლებად ცნობილი ავტორის გვარი (აი, მხოლოდ შენს აღმოჩენილს რომ ჰგავს, ისეთი), მისი ტექსტიდან ციტირება და კრიტიკულ–ესეისტური ხასიათის პუბლიკაციების ხშირი გადაკითხვა–გაზიარება (მაჯისცემა რომ არ გამოგეპაროს) და შემდეგ, სპეციფიურად ვიწრო წრეებში ქილიკი მხოლოდ ამ ვიწრო წრისთვის გასაგები ტერმინოლოგიით და ღიმილებით. მოკლედ არჩევანი თქვენზეა. შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები სწორად, განსაზღვრეთ სად ჯობია ყოფნა, სულ ცოტა ხნით შეეცადეთ საერთოდ თავი შეიკავოთ ნებისმიერი პოზციის დაფიქსირებისგან (ცოტათი უფრო ჭკვიანი და დაფიქრებული რომ გამოჩნდეთ, ვიდრე გარშემომყოფნი), თუ მაინც ვერ, საკმარისია მხოლოდ აზრის გაზიარება და ძალაინ უბრალო ემოციის დაფიქსირება ღიმილით (ან მოწყენილი ღიმილით).

 

რამდენიმე ხნიანი დაკვირვების შემდეგ თქვენ უკვე აღმოაჩენთ, რომ „ელიტარული განდობილების“ სიაში ხართ და გილოცავთ! წინ დიადი საქმეები გელით! 

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების -
20:18 / 15.02.2022
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების - "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ" [Cogito ergo sum] ალუზიით,
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო
22:45 / 10.03.2020
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო "ატრიუმმა" ფუნქციონირება შეწყვიტა.
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა
19:46 / 26.02.2020
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა "საჯარო" განხილვა ერთ მეტად
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
13:21 / 15.01.2020
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.