ბლოგები
მოგზაურობა მომავლის ილუზიურ ხედებამდე
FaceBook Twitter
E-mail Print

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთმა უცხოელმა მეგობარმა მთხოვა დავხმარებოდი ტურისტული მარშრუტის დაგეგმვაში. ვიფიქრე, ჩემი მშობლიური რეგიონი რომ შევთავაზო არ იქნება ურიგო და გადავწყვიტე რეგიონის ადმინისტრაციის ვებგვერდის დახმარებით მიმეღო საჭირო ინფორმაცია.

ნანახმა და წაკითხულმა მოლოდინს გადააჭარბა-მეთქი ვერ ვიტყვი, რადგან მართლა არ ვიცი მსგავსი ვებგვერდების სტანდარტი როგორია. უფრო იმიტომ ვათვალიერე ასე მონდომებით ეს გვერდები, რომ ჩემს გაგზავნილ წერილზე და თხოვნაზე დამხმარებოდნენ ტურისტული მარშრუტის დაგეგმვაში, პასუხი არ მიმიღია. თვალის ერთი გადავლებით ყველა კატეგორიაში ყველაფერი რიგზეა. მოცემულობაში საამისოდ ყველაფერი გვაქვს - მხარის ისტორიულ-გეოგრაფიული მონაცემებიდან მომავლის ილუზიურ ხედებამდე. რეგიონის ერთიანობაში და მთლიანობაში კონსტრუქციულად და კონტენტით ერთნაირი გვერდებიც ადვილად დააჯერებს ვიზიტორს. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ბექგრაუნდშია - მეტად ან ნაკლებად ფერადოვანში, შესაბამისად მეტნაკლები „ბექგრაუნდის“ მქონე სტაფით, რომლებიც ასევე მეტნაკლები მონდომებით და გაურკვეველი სიხშირის პერიოდულობით აახლებენ ინფორმაციას. უცვლელია ხასიათი, პათოსი და აქცენტირებული „სტოპ რაშა“. პრიორიტეტებიც ყველგან ერთნაირია და მხარის ტურისტული პონტეციალიც შესწავლილ-აღწერილი და მისი განსაკუთრებულად „მაღალი ხარისხის“ გამო შეფასებულია „საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მყოფ რეგიონად“ , ამასთან, როგორც ჩანს, ამას „ბევრი რამე განაპირობებს - უნიკალური ბუნება და უკიდურესად მაღალი ზემო სვანეთის მთები“ მართალია, ამ მიმზიდველ ტურისტულ მარშრუტებზე ინფორმაცია ასე თუ ისე სრულია, მაგრამ დანარჩენზე ტურისტმა თვითონ უნდა იზრუნოს. მართალიცაა, პრინციპში, მმართველი ადმინისტრაცია, გამგეობა ან მათი საინფორმაციო ვებგვერდი ტურისტული კომპანია ხომ არ არის, გიდობა  გაუწიოს ყველა დაინტერესებულ პირს. ამიტომ ყველამ თვითონ უნდა გაარკვიოს და იპოვოს გზა მაგალითად: მღვიმეებისკენ ჩხოროწყუში, ფოთოლცვენის მღვიმისკენ ან ხავერდოვანას უფსკრულისკენ. საინტერესო სანახავი იქნება ზურგჩანთაკარავსაძილეტომარააკიდებული ტურისტების ჯგუფი, რომელიც ჩხოროწყუს გზაზე მცხოვრებს სთხოვს გზის სწავლებას:

 

–        chkorotsku…mm…mgvime…mgvimee!!

–        не знаю Я английский...

 

სხვა გამოსავალიც იარსებებდა მხარის მმართველი ადმინისტრაცია ტურისტული მარშრუტების აღწერილობის გარდა, ტურისტებს ამ მარშრუტების დაგეგმვა-განხორციელებაშიც რომ ეხმარებოდეს. სხვანაირად ამ „მაღალი ტურისტული პოტენციალის“ გამოყენება, რომელმაც წესით 4 მილიონიან საქართველოში 3 მილიონი ტურისტი უნდა ჩამოიყვანოს, უტოპიას ემსგავსება. ამას ასე ხაზგასმით იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ სულ ახლახან აყვავებული ტურიზმის ქვეყანა ვართ, ყველაზე მიმზიდველი და სასურველი, განუმეორებლად სუბტროპიკული კლიმატით, თან ეს საქმე სახელმწიფო პოლიტიკის საქმეა, თორემ ისე ნაკლებად მაღელვებს, ვინ როგორ გააგნებს გზას მღვიმეებისკენ.

 

ამასწინათ პრეზიდენტმა აღნიშნა „საზოგადოებასთან ანგარიშების ტრადიცია უნდა გაგრძელდეს, რათა მუდმივად ვახსენებდეთ ხალხს, რა კეთდებაო“. არ ვიცი მსგავსი ტრადიცია არსებობდა თუ არა, ამიტომ არა მგონია რაიმეს გაგრძელება დაწყებამდე იყოს შესაძლებელი. მისი არსებობის შემთხვევაშიც, ცხადია მხოლოდ მოქალაქეების ინფორმირებულობაზე ზრუნვის მიზეზით არ იარსებებდა, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დროდადრო „შეირბინოს“ მხარის ადმინისტრაციის ან მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდებზე და ნახოს „დაგეგმილი და შესრულებული პროექტების“ შესახებ ინფორმაციისთვის განკუთვნილი გვერდი ცარიელი კონტენტით. ასევე ცარიელი დაგხვდებათ შეუსწავლელი სოციალური სფერო და საგარეო ურთიერთობები. არც დამეგობრებული ქალაქები ჩანს სადმე. ამაზე მართლა არ ვიფიქრებდი, მაგრამ რახან ვებგვერდის რედაქტორებმა იზრუნეს და მოცემულობაში ჩადეს ეს სათაურები, ვიფიქრე, ათასჯერ გადაღეჭილ-გაგონილს მაინც წავიკითხავ-მეთქი, მაგრამ ვერ მივაგენი, არ იყო და იმიტომ. გაურკევევლია რელიგიის რუბრიკაში რატომაა ჩადებული ადგილობრივი ტაძართმშენებლობის ისტორია, მეტნაკლები პროფესიონალიზმით და ეკლექტურად შესრულებული ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა.

 

ამაყად უნდა აღვნიშნო! ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის მესვეურთ [და ალბათ შესაბამის ორგანოებსაც] ყველაზე დასრულებული სახით ზუგდიდდასუფთავების საქმიანობა აქვთ შესწავილი-გამოკვლეული და ინფორმაციაც შესაბამისად სრულია! „ამ სამსახურის საქმიანობაში გაჩნდა ნარჩენების მართვის ისეთი ელემენტები, როგორიცაა ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილების, მათ წარმოქმნასთან, შეგროვებასთან, ტრანსპორტირებასთან და განთავსებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება-გადაწყვეტა“. ამასთან, „ზუგდიდი დღეს ერთ-ერთი უძველესი და ერთ-ერთი სანიტარულად სუფთა და ლამაზი ქალაქია“ და ამ სამსახურში „მომუშავეთაგან საუკეთესო დამგველების“ საპატიო სიაც აქვეა. ალბათ, რეგიონის ყველა სხვა ქალაქიც „ერთ-ერთი უძველესი და სანიტარულად სუფთაა და ლამაზი“. მართალი გითხრათ, დამეზარა გადამოწმება.

 

სხვა რამეებიც წერია, საპრეზიდენტო პროგრამების მოკლე აღწერილობები და მათი მიზანი-„პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობების აღზრდა“. მოცემული მონაცემები შედეგიანია და იმედისმომცემი: 2006-2007 წწ უკვვე 5090 „სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი“ მოსწავლე-პატრიოტი „აღიზარდა“.

 

სულ ეს არის. ცოტა მშრალი და პროზაული ყოველდღიურობა ლიტერატურულ-ლირიული ფორმებით შელამაზებული. გირჩევთ თქვენც ნახოთ http://www.zugdidicity.ge ამით დაიწყეთ და დანარჩენ სასარგებლო და საჭირო ბმულსაც, უხარისხო პიარ-კამპანიით და პატრიოტული პათოსით გაჯერებულს, თვითონ ვებგვერდი გიკარნახებთ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების -
20:18 / 15.02.2022
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების - "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ" [Cogito ergo sum] ალუზიით,
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო
22:45 / 10.03.2020
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო "ატრიუმმა" ფუნქციონირება შეწყვიტა.
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა
19:46 / 26.02.2020
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა "საჯარო" განხილვა ერთ მეტად
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
13:21 / 15.01.2020
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.