ბლოგები
ქალაქი და ადამიანი
FaceBook Twitter
E-mail Print
ავტორი: ტატო ჩანგელია

რთულია წერო ქალაქზე, რომლის ნაწილიც იყავი და რომელმაც გაგრიყა; არ მიგიღო, არ გაქცია საკუთარ სხეულად, თუმცა მაინც გიყვარს და შენ ნაწილად მიიჩნევ. დაშორდი, თუმცა მაინც შენთანაა. რომელ ქალაქშიც უნდა იყო, არასდროს გცილდება, სულ შენ გვერდითაა.

იმისთვის, რომ ქალაქზე წერო, რომელზეც უამრავი დადებითი თუ უარყოფით მოგონება გაქვს დაარქივებული, საჭიროა დისტანცია, მე კი არ ვიცი რამდენად სწორი ადგილიდან ვუყურებ საკითხს, თუმცა გადავწყვიტე პერმანენტულად ვწერო ქალაქზე, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს, ვწერო და გარეთ გამოვიტანო.

ახლა კი, ამ კონკრეტულ ტექსტში, ერთ დამარცხებულ ადამიანზე მინდა ვისაუბრო, შეიძლება გახსოვთ კიდეც:

2016 წლის ნოემბერია, ზუგდიდს ახალი გაცილებული ვარ - ჩავირიცხე და თბილისში გადავედი საცხოვრებლად. უნივერსიტეტიდან შინ დაბრუნებულმა დაღლილი სხეული დავაგდე დივანზე და ტელევიზორი ჩავრთე: „ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში, თხუთმეტი წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო.“ - ყვება წამყვანი.

ენით აღუწერელი ნერვიულობა დამეწყო, შფოთმა შემომიტია, სხეული მიცახცახებდა. ვერ მოვითმინე, ფეისბუკზე რამდენიმე ზუგდიდელ მეგობარს მივწერე და გავარკვიე, რომ ეს გოგო მარიკა იყო.

ვერაფრით მოვისვენე. მასზე თითქმის ყველაფერი შევიტყვე: თოთხმეტი წლის ასაკში გათხოვდა, ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მერე მოშორდა, ქმარს დაშორდა. კარატეზე დადიოდა, სწავლით არ სწავლობდა, სოციალურად დაუცველი იყო, მისი მშობლები სვამდნენ და ისიც ხშირად გარბოდა სახლიდან. აქამდე თვითმკვლელობა ორჯერ უცდია, როგორც ჩანს სიკვდილს ვარჯიშობდა. იმ ღამეს ჩემდაუნებურად ნერვიულობის ოდნავ ჩასახშობად ლექსიც დავწერე, თუმცა მარიკა, რომელიც ჩემში იმ დღეს ჩასახლდა ვერ მოვიცილე, ის დღემდე ჩემშია და მოსვენებას არ მაძლევს.

ახლა, მისი ცხოვრების მიხედვით მონოპიესის დაწერა მაქვს გადაწყვეტილი და დადგმა იქ მინდა, ბოტანიკურ ბაღში, დანგრეულ ამფითეატრში, იქ, სადაც მარიკამ თავი ჩამოიხრჩო, თუმცა ვერ ვწერ, უფრო სწორად არ ვიცი საიდან დავიწყო - ის, რაც ჩემშია მასზე, არის ტრავმა, რომლის თანმიმდევრულად მოყოლაც არ, ან ვერ შემიძლია. მიუხედავათ იმისა, რომ ორი წელი გავიდა დისტანციას მაინც ვერ ვიჭერ. ვუზივარ ცარიელ ფურცელს და ვფიქრობ, საიდან დავიწყო, როგორ მოვყვე ამ ადამიანის ისტორია, ან მოვყვე თუ არა საერთოდ, თუმცა რომ არ მოვყვე არ შემიძლია, სწორედ, ამ ცარიელ ფურცელზე ყურებამ გადამაწყვეტინა ამ ტექსტის აკრეფა. ხოდა, ახლა, ბოლოსკენ, ყველაფრისგან დაცლილი სიტყვებით მინდა ერთი რამის თქმა:

ქალაქი პირველ რიგში ადამიანები არიან, შემდეგ სხვა დანარჩენი. ქალაქი ის სივრცეა, რომელსაც ერთი მხრივ შეუძლია სამყარო გარდაქმნას, ხოლო მეორე მხრივ კი შეუძლია დაიმარტოხელოს ადამიანი, მიიმწყვდიოს კუთხეში, ყველანაირი იმედი გამოსტაცოს, არ მიიღოს საკუთარ სხეულად და გარიყოს. მარიკა არ მიიღო ქალაქმა. მან ფეისკონტროლი ვერ გაიარა, დაიბრაკა და დამარცხებულ არსებათა რიგში ჩაეწერა. მარიკა პოლიტიკისგან და საზოგადოებისგან მიტოვებული ადამიანია, ის ქალაქის დამპალ სხეულზე ამოსული ძვირფასი ხორცმეტია, რომელიც ახლა, ცაში დაკიდებულ რომელიღაც ვარსკვლავშია ჩაყუდებული და გალაქტიკიდან ერთ ციცქნა ქალაქს უყურებს, რომელმაც შეჭამა, რომელმაც გარიყა, რომელმაც გაანადგურა, უყურებს ბოტანიკურ ბაღს, უყურებს გარეუბნის მაწანწალებს, უყურებს გარემოვაჭრეებს, უყურებს დევნილთა საერთო საცხოვრებელში მორბენალ ბავშვებს და უყურებს ყველა იმ დანარჩენ, მასავით მიტოვებულ ადამიანს და ცდილობს მათი მოღრეცილი ცხოვრება დაიფაროს.

არ ვიცი, შეიძლება მარიკას გონებიდან სწორედ იმიტომ ვერ ვიცილებდე, რომ ორივეს ერთი საერთო გვაქვს, ორივე ქალაქმა არ მიგვიღო, დაგვბრაკა და საკუთარ სხეულად არ გვაქცია. ალბათ, ჩემ ლანდს ვხედავ მარიკაში და ვერაფრით ვიშორებ, ვერაფრით ვთავისუფლდები მისგან.

ისე, გახსოვდეთ მარიკა, ის უხმო ადამიანების ხმაა, ის ათიათასობით მიტოვებული ადამიანის ანარეკლია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების -
20:18 / 15.02.2022
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების - "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ" [Cogito ergo sum] ალუზიით,
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო
22:45 / 10.03.2020
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო "ატრიუმმა" ფუნქციონირება შეწყვიტა.
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა
19:46 / 26.02.2020
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა "საჯარო" განხილვა ერთ მეტად
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
13:21 / 15.01.2020
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.