ბლოგები
რატომ ვარ გეი ქორწინების წინააღმდეგი
FaceBook Twitter
E-mail Print

შოთა ხინჩაგაშვილი

 

ნიუ იორკში მწყერი ხეზე შეჯდა – პირველმა გეი წყვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლიათ სთრეითებივით მოიქცნენ. სტრუქტურულ ჰომოფობიაზე (‘უფლება არ გაქვს იქორწინო’) სწორს პასუხს ინტერნალიზებული ჰომოფობია (შენ ნორმალური ხარ, მეც მინდა შენსავით ნორმალური ვიყო) ვერასდროს გასცემს. თუ გწამს, რომ ავადმყოფი ხარ, იურიდიული ფურცელი საწინააღმდეგოში ვერ დაგარწმუნებს.

სისტემის მიერ არანორმალურად მიჩნეული ყველა ‘განსხვავებული’ მწყერი ვერ იქნება, რა თქმა უნდა.

 

რატომ?

 

სექსუალური, ემოციური და გონებრივი თავისუფლება ორიენტაციისა და იდენტობების საზღვრებზე არ გადის. არ შეიძლება სექსუალური ორიენტაციის თუ იდენტობის საფუძველზე განსაზღვრო, რას უნდა მოელოდე ადამიანისგან, რა არის მისი მისწრაფებები.

 

ადამიანებს სხვადასხვა (წარმოსახული) ინტერესები აქვთ. ერთ გეის შეიძლება ლამის ტრადიციული ოჯახის აწყობა სურდეს, სურდეს მოერგოს საზოგადოებისა და საკანონმდებლო სივრცის მიერ მოცემულ სტრუქტურებს, არაფერი ახალი და სხვებისთვის უცხო არ შექმნას და განორმალურდეს (ევფემიზმი: ინტეგრაცია); სურდეს რომ ჩაჯდეს იმ ოჯახის ინსტიტუტში, რომლის საფუძვლებშივეა გენდერული ჩაგვრა (მიზოგინია და ჰომოფობია) და რომლის საფუძვლებში ის ყოველთვის იქნება.

 

ამ დროს, მეორე ადამიანს, თუნდაც სთრეითს, შეიძლება საერთოდ არ იზიდავდეს ეს პატრიარქალური ძველი გადმონაშთი და საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრების მოთხოვნილება თუ აქვს, მას კარიკატურული ფორმალური სახე არ მისცეს, საკუთარი თავი, ისევე როგორც საყვარელი ადამიანი, უღელში ჩართულ ხარს არ მიამსგავსოს, რომელსაც სიყვარულის ნაცვლად სხვისთვის ხვნა და პატარა წიქარების ჩაბარებაღა ევალება.

 

ამიტომაც ვამბობ ხოლმე – ქვიარი არ არის ‘გაურკვევლობა’ და მოდა, ქვიარი სწორედ ის არის, როცა იცი, რა გავნებს და რა – გილამაზებს ცხოვრებას. ქვიარი ნიშნავს, შეინარჩუნო საკუთარი მეობა და ავტონომია და გააცნობიერო, რომ ამისთვის თუნდაც პასიური ბრძოლაა საჭირო (სასაცილო მიმიკრიაზე უარის თქმა), მიუხედავად იმისა, საკუთარი სქესი გიზიდავს თუ საპირისპირო… თუ ორივე… თუ საერთოდ არცერთი (რა შუაშია!).

 

ეკლესიის, სკოლის, ინტელიგენციის, მასკულტურის თუ მშობლების მიერ ნაკარნახევი და სახელმწიფოს მიერ გაფორმებული ყალბი მონოგამიისადმი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ადამიანურად სრულიად გასაგებია, ჰომოსექსუალი, ბისექსუალი თუ ტრანსგენდერი “ქორწინებისკენ” მიისწრაფოდეს. გასაგები და ახსნადია – ყველას აქვს უფლება, ბრმა იყოს იმ სტრუქტურებისადმი, რომელიც მას მთელი ცხოვრება აუბედურებს და ვერასდროს მიიღებს, მაქსიმუმ – შეიწყალოს, მოითმინოს, აიტანოს…

 

ისიც მესმის, რომ რიგ ქვეყნებში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებით თითქოს ამ ინსტიტუტის შინაარსის სუბვერსია ხდება. ესეც სრული ილუზია და გადმოგდებული ანკესია, თუმცა სათავეს რომ დავუბრუნდეთ:

 

როდესაც არის აკვიატება…

 

…სისტემა დაარწმუნო, რომ ქორწინება მხოლოდ ქალსა და კაცს შორის შემდგარი ცუდი კავშირი არ არის, მჩაგვრელი ინსტიტუტები და რეპროდუქცია თურმე არაფერ შუაშია, სიტყვა გათხოვება, დედა, მამა და ბარე მამამთილიც არ არსებობს და იქნება და კლუბში მიგიღონ.

 

…და ამ მარაზმის მაგივრად არ გიჩნდება კანონზომიერი სურვილი:

 

-  შექმნა ახალი სტანდარტი რომანტიკული თანაცხოვრებისა, რომელსაც ძველი სახელი ბუნებრივად ვერ დაერქმევა.

 

- უფლებრივად გაათანაბრო ეს ახალი სტანდარტი და თავადაც ამით გათანაბრდე სხვასთან ისე, რომ ჰეტერონორმატიულ რელიკვიებს ‘ქორწინებას’ და ‘ოჯახს’ არ წაეპოტინო…

 

მაშინ მაპატიე, მაგრამ ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად – ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვს. პრობლემა გაქვს, რადგან გინდა გაღიაროს იმ სისტემამ, რომელიც არა მხოლოდ უფლებრივად, არამედ მორალურადაც უპირატესი მიგაჩნია, საკუთარი თავი კი – უარესი. უპირატესი და უფრო გონიერი რომ მიგაჩნდეს თავი, ეკლესიისა და ჰეტეროსექსისტური ნორმების სტანდარტი ვერ მიგიზიდავდა, ემოციურად შეუძლებელია.

 

 

როგორც უკვე აღვნიშნე, ადამიანებს სრული უფლება აქვთ, იბრძოლონ ამ მარაზმისთვის ან მოიწონონ ის – ეს მათი არჩევანია, თუმცა ერთსქესიან ქორწინებას იმდენივე აქვს საერთო სექსუალურ და გენდერულ გათავისუფლებასთან, რამდენიც სამარხვო კატლეტს – ხორცთან. მეორე გვაქვს ქვეყანაში და პირველით თუ არ გავაფორმებთ ქართული ლგბტ მოძრაობა თავს, მხოლოდ მომგებიანი იქნება.

 

ეს ის შეცდომაა, რასაც ვიწროდ ჩაკეტილი, ‘იდენტობაზე’ დაფუძნებული ინტერესთა ჯგუფების ჩალიჩი იწვევს, რომლისთვისაც თანმდევია გეების ლესბოსელებისგან გაუცხოება, ამ ორივესი – სთრეითებისგან, ხოლო ყველა ამათის – მემარცხენე განმათავისუფლებელი ტრადიციისგან. თვითმფრინავის ნაწილი თავისით მარტო ვერ ფრინავს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების -
20:18 / 15.02.2022
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების - "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ" [Cogito ergo sum] ალუზიით,
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო
22:45 / 10.03.2020
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო "ატრიუმმა" ფუნქციონირება შეწყვიტა.
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა
19:46 / 26.02.2020
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა "საჯარო" განხილვა ერთ მეტად
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
13:21 / 15.01.2020
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.