ანა ლორია
[საკონკურსო პოსტი]
ძალიან ხშირად ადამიანებს უწევთ იმ საზოგადოებრივი წესების ბრმა მორჩილება, რომლებსაც გულის სიღრმეში აკრიტიკებენ ან, თუნდაც, უსუსურ ბრძოლას უცხადებენ. თუმცა, ეს დაპირისპირება ვირტუალურია და, შესაბამისად, არც რაიმე ღირებულის მომტანი ინდივიდისათვის. ასეთ სიტუაციაში თითოეული ჩვენგანი უამრავჯერ აღმოჩენილა. და რა ბედნიერია, როცა თავისივე გამონაგონ თუ შექმნილ განზომილებაში გმირად რომ ქცეულა: საკადრისი პასუხიც გაუცია თვითკმაყოფილი იდიოტისათვის, საკუთარი აზრიც ხმამაღლა და უშიშრად დაუფიქსირებია, არც ხალხის შაბლონადქცეულ უაზრო წესებს დამორჩილებია... ვისთანაც სურდა, იმასთან უმეგობრია; რა ოცნებაც ჰქონდა, ის აუსრულებია... და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის, გემოვნების შესაფერი აქსესუარი თუ ნივთი შეუძენია. მის სამყაროში ხომ მოდასაც თავად ჰქმნიდა და სტილსაც.
ეს კი, დღე–ღამის განმავლობაში გონების მანქანით შექმნილი სივრცე იყო, ხალისიანი და ფერადი. მაგრამ რეალობას ხომ ვერ გავექცევით? რა უნდა მოვიმოქმედოთ ნამდვილ სამყაროში(არადა, ჩემი აზრით, ის ვირტულური უფრო ნამდვილი და ჭეშმარიტი უფროა, ვიდრე ჩვეულებრივი ყოველდღიურობა. ხო მაგრამ, ეს სუბიქტური აზრია და ვის რა ედარდება, რას ფიქრობს კონკრეტული N-ი)?
თუ შენს სამყაროში ხშირად იმოგზაურებ, მიეჯაჭვები კიდეც და მერე რთული იქნება მისგან თავის დაღწევა. საზოგადოებაც არ დააყოვნებს და სულიერად შეშლილად „მოგნათლავს“. ჩვენს გარშემომყოფებს ხომ საოცრად ეხერხებათ ე.წ. დიაგნოზების გამოცნობა – ეს მათ IQ-ს უსვამს ხაზს(შაბლონს ვგმობ და თავად გაცვეთილი ფრაზა მოვიშველიე. ძნელი ყოფილა, ტაბუს დააღწიო თავი:)).
მაშ სად ვეძებოთ გამოსავალი? – იქნებ შენივე მსგავსი ინდივიდები აღმოაჩინო და ერთად შექმნათ სამყარო, სადაც მარტო შენ არ იქნები განსხვავებული... ასე ხომ ბევრი იქცეოდა? და შედეგი? – რა თქმა უნდა, იყო. ეს საერთო ინტერესებითა და სტილით თანაზიარი ადამიანები(შემდგომში უკვე „საახლობლო“ ეწოდებათ ხოლმე მსგავს დაჯგუფებებს), მართალია, მაინც ხვდებიან კრიტიკის ქარცეცხლში,კრიტიკის დოთ... წესით, უნდა გამოგივიდეთ...ისე, რა მარტივი ყოფილა, არა?
სათვის რაღაც ახალის, ნოვატორულის შემქნელებად ითვლებიან. მაგრამ უკვე საზოგადოებისათვის რაღაც ახლის, ნოვატორულის შემქნელებად ითვლებიან. გოიმის ბრჭყალები სცილდება მათს სახელებს...
ისე, რა მარტივი ყოფილა, არა?
იქნებ, სცადოთ... წესით, უნდა გამოგივიდეთ...
Livepress.ge აცხადებს კონკურსს საუკეთესო ბლოგერის გამოსავლენად