ბლოგები
დაუსრულებელი კონფლიქტი - ამბავი ზუგდიდის თეატრზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება. მოდარაჯე თვალი ადვილად შეამჩნევს ორად გაყოფილ დასს - მართალი გითხრათ ამ კონფლიქტის შინაარსის დიდი არაფერი გამეგება, შორიდან რაღაც ბანალურ, სამხრეთ ამერიკული საპნის ოპერის სცენარს ჰგავს. შესაბამისად ასეთი ბუნდოვანი ამბებისგან შორს ვიჭერ თავს, რადგან დღეს, ზოგადად ქართული თეატრი მსგავს ბანალურ კონფლიქტებზე დგას. ის (თეატრი) დაკავებულია არა თეორიული კვლევით და რაღაც ახლის ძიებით, არამედ ჭორაობით, შესაბამისად არ გავაგრძელებ მოცემულ მავნე დისკურს და შევეცდები სხვა კონტექსტის შექმნას. სწორედ ამიტომ გვერდზე გადავდოთ ეს ამბავი, ე.წ. "შიდა სამზარეულო", და გავაგრძელოთ.

გასული წლის მიწურულს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში ცვლილებები მოხდა, დაინიშნა ახალი სამხატრო ხელმძღვანელი, პოსტს რეჟისორი ლაშა შეროზია ჩაუდგა სათავეში, რომელიც ჩემთვის (და არა მხოლოდ) ჰორიზონტზე გაჩენილი იმედი იყო - ახალგაზრდა რეჟისორი, რომელსაც შესწევს ძალა, ერთის მხრივ, ორად დაყოფილი დასი გააერთიანოს ერთი საერთო საქმის - თეატრის ირგვლივ, მეორე მხრივ, კი ასწიოს თეატრის ხარისხობრივი დონე, რადგან დადიანის თეატრი, რაღაც საშინელ, ბლანტ რუდიმენტულ მოცემულობაში ყვინთაობს. მისი რეპერტუარი საკმაოდ დაბალი დონისაა და ვერ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს. ამაზე სხვა დროს შეიძლება.

შეგახსენებთ, ან ვინც არ იცით გეტყვით, რომ სამხატრო ხელმძღვანელი ის ადამიანია, რომელსაც თავიდან ბოლომდე აბარია თეატრი, და სწორედ ის ირჩევს თეატრის დირექტორს. მსახიობების გარკვეულ ნაწილს, მოქმედი დირექტორის, ზურაბ ეგუტიას მიმართ პრეტენზიები გააჩნდა, თანაც ეს ამბავი იქით იყოს, ჩვენმა ახალმა რეჟისორმა მედიის წინაშე დაანონსა - ზურაბ ეგუტია აღარ იქნება დირექტორი, მე უკვე შერჩეული მყავს ადეკვატური კადრიო. რამდენიმე დღეში კი, სრულიად მოულოდნელად, შეროზიამ დირექტორის თანამდებობაზე, არა ახალი კადრი, არამედ ისევ ის, ძველი დირექტორი - ზურაბ ეგუტია დანიშნა, რამაც რამდენიმე მსახიობის და თეატრის ერთგული გულშემატკივრების პროტესტი გამოიწვია. მეორე დღეს, ქალაქის ქუჩებში სხვადასხვა საპროტესტო წარწერა გაჩნდა. ქალაქი ალაპარაკდა.

პირადად მე, ეგუტია რამდენიმე თვის წინ, თეატრალური პრემია "დურუჯის" ფარგლებში, ზუგდიდში ვიზიტის დროს გავიცანი, და ცხადია მის მიმართ არავითარი პიროვნული პრეტენზია არ გამაჩნია. ეს ამბავი არც არის მნიშვნელოვანი, აქ მნიშვნელოვანია ეს მოულოდნელი ცვლილება.

ჩნდება სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა, და აქ და ახლა, როგორც არა თეატრმცოდნე, არამედ, როგორც რიგითი მაყურებელი და ქალაქის მკვიდრი, ვითხოვ პასუხს, ვინტერესდები, რატომ მოხდა ასე, თუ გუშინ შეროზია ამბობდა, რომ ეგუტია დატოვებდა თანამდებობას და მის ნაცვლად უკვე შერჩეული ჰყავდა კანდიდატი, რატო მოხდა ისე, რომ ისევ ეგუტია დაინიშნა დირექტორის თანამდებობაზე?!

თანაც, არის კიდევ ერთი ამბავი: დროის ღრიჭოში, შეროზია მიდის თბილისში, იქიდან დაბრუნებული კი ცვლის გადაწყვეტილებას და აცხადებს იმას, რასაც აცხადებს - ეგუტია რჩება დირექტორის თანამდებობაზე.

ორი ამბავია: ერთი, შეროზია გზაში, ვითარცა სალვე მოექცა პავლედ, ანუ ჰპოვა ჭეშმარიტება, და ზუგდიდში დაბრუნებულმა შეცვალა სწორედ ამ მისტიკური ძალით გადაწყვეტილება, და მეორე - საქმე გვაქვს ჩვენთვის კარგად ნაცნობ ვაკჰანალიასთან, რაც სახელსა და გვარებზე, გავლენებზე და რაც მთავარია პარტიაზე გადის, როგორც ეს ძველ დროში ხდებოდა, როცა ქვეყნის მმართველობაში ნაციონალური მოძრაობა იყო.

ამბავში ბევრი ბუნდოვანი დეტალი ტივტივებს: რატო მოხდა გადაწყვეტილების ასე რადიკალურად შეცვლა? ისევ ერევა თეატრის საქმიანობაში პარტია? ისევ ერევიან მაღალი პოლიტიკური სუბიექტები იმ მოვალეობაში, რაც რეალურად რიგით რეჟისორს, ამ შემთხვევაში სამხატრო ხელმძღვანელს აქვს?
სწრაფად უნდა გაიცეს კითხვებზე პასუხი, რათა ეს სასაცილო მოცემულობა, ეს საპნის ოპერა უფრო და უფრო არ ჩაიხლართოს. აქ და ახლა, ყველა მზერა ამ კითხვისკენ უნდა იყოს მიმართული.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო
22:45 / 10.03.2020
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო "ატრიუმმა" ფუნქციონირება შეწყვიტა.
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა
19:46 / 26.02.2020
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა "საჯარო" განხილვა ერთ მეტად






ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდში „იალჩინ მარკეტის“ თანამშრომლებმა აქცია გამართეს, ისინი
იმას ითხოვენ,
23:58 / 27.09.2018
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდში „იალჩინ მარკეტის“ თანამშრომლებმა აქცია გამართეს, ისინი იმას ითხოვენ,






ავტორი: ტატო ჩანგელია

რთულია წერო ქალაქზე, რომლის ნაწილიც იყავი და რომელმაც გაგრიყა;
02:31 / 13.09.2018
ავტორი: ტატო ჩანგელია

რთულია წერო ქალაქზე, რომლის ნაწილიც იყავი და რომელმაც გაგრიყა;
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
30 კილომეტრი ფეხით ფეხბურთის მოედნამდე [ვიდეო]
ალეკო თასმებს იკრავს და უმცროს ძმას, ილიას ეძახის, მოემზადეო. მერე
B612 - წიგნის მოყვარული მოზარდების ახალი „პლანეტა“  ზუგდიდში [ვიდეო]
წიგნს აქვს მაგიური ძალა და გვაძლევს იმას, რასაც სხვაგან ვერ ვპოულობთ,
ველოსპორტი რისკის ფასად - რატომ არ ცვლის სიტუაციას ზუგდიდის მერია [ვიდეო/ფოტო]
15 წლის ნიკოლოზ ტყებუჩავა სკოლისგან თავისუფალ დროს მთლიანად
მდგრადი მოდის საწარმო ეკოლოგიური ზიანის შესამცირებლად [ვიდეო/ფოტო]
ყველას გარდერობშია გამოუყენებელი ან მოძველებული ტანისამოსი,
ცხოვრება დევნილობაში, პანდემიისას [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ რუხში, ყოფილი სკოლის ნგრევად შენობაში 9 დევნილი ოჯახი
ფოტო
"აქტიურობა მაღალია"-  ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით" ვაქცინაციის
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
რეგულაციები კორონავირუსზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]
ტრანსპორტში, მუნიციპალურია ის, თუ კერძო, ისევ პრობლემად რჩება
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.