ბლოგები
ზუგდიდში მუნიციპალური კინოს საჭიროებაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო "ატრიუმმა" ფუნქციონირება შეწყვიტა. არც მახსოვს ბოლოს მანდ როდის ვიყავი. მგონი, 2014 წლის ზამთარი იყო. მაშინ შენობის მცირე ნაწილში კინო იყო, დიდი ნაწილი კი ტოტალიზატორს ეკავა. კინოჩვენებებზე არა ადმინისტრაცია, არამედ რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა ჯგუფი მუშაობდა. მათი შრომა ჭეშმარიტად დასაფასებელია და ისიც უნდა ითქვას, რომ რამდენიმე საინტერესო კინოჩვენებაც შედგა. მაშინ კი, როდესაც სავარაუდოდ უკანასკნელად გახლდით "ატრიუმის" იმ პატარა ოთახში, რაღაც ჰოლივუდურ კომედიას უჩვენებდნენ. მახსოვს, ერთი-ორჯერ გამეცინა, მერე როგორც კი მორჩა, როგორც ყველა მაყურებელი, წამოვდექი და შენობა დავტოვე. თითქოს არც არაფერი განსაკუთრებული, თითქოს ყველაფერი ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მოხდა, ხალხი კინოში მივიდა, უყურა, გაერთო, წამოვიდა, რამდენიმე დღეში ალბათ შინაარსიც დაავიწყდა ფილმის, როგორც მე, მაგრამ მოდი მხოლოდ ჩემს ცუდ მახსოვრობასაც ნუ დავაბრალებთ. როგორც უკვე შემდეგ მოხდა, 2015 წელს კინომ შეწყვიტა არსებობა, მიზეზი კი, როგორც განაცხადეს, მაყურებლის სიმცირე იყო. მაგრამ თუკი პირდაპირები ვიქნებით, ვიტყვით, რომ არც მანამდე ასრულებდა "ატრიუმი" თავის მოვალეობას, რასაც კინოთეატრის რეალობასთან მჭიდრო კავშირი და გარშემო მიმდინარე მოვლენებთან მუდმივი რეფლექსია ქვია. მოკლედ, საქმე რაშია:

ამბავი 2015 წლიდან არ იწყება, ის უფრო ადრე, 2005-2006 წლებში იწყება, როდესაც "ატრიუმის" შენობა ახალმა კერძო მფლობელმა შეისყიდა, მისი პრივატიზაცია მოხდა. ადგილი, რომელიც შეიძლება ქცეულიყო საჯარო სივრცედ, სახელმწიფომ კერძო პირს მიყიდა. როგორც ხდება ხოლმე, კინოჩვენებებს თავიდან ხალხი ესწრებოდა, მაშინ დაწყებით კლასებში ვიყავი და მახსოვს, სკოლიდან მოსწავლეებიც დავყავდით, თუკი "ატრიუმში" რაიმე საბავშვო ანიმაციას უჩვენებდნენ, მაგრამ დრო და დრო იკლო მაყურებლების ინტერესმაც. პრობლემა მხოლოდ ხალხში არ არის, რა მიზეზის მოყვანაც ხშირად ძლიერ უყვართ ხოლმე, საქმე იმაშია, რომ კინოთეატრში ახალი ფილმები არ ჩამოდიოდა, და თუკი რამე ჩამოდიოდა, ხშირ შემთხვევაში დაბალი ხარისხის იყო.

"ატრიუმი" ხელახალ "დაბადებას" 2014 წლიდან იწყებს, როდესაც კინოჩვენებებს, როგორც ზევით ვახსენე, რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა ჯგუფი უძღვება. ამ დროისთვის ტერიტორია მცირეა და პირობები კი სრულიად შეუსაბამო. ახალგაზრდები ცდილობენ, რა ძალაც შესწევთ ის გმაოიყენონ, ამიტომაც ისინი ინტერნეტ საიტების მიერ დუბლირებულ ფილმებს უჩვენებენ. მათი ეს წამოწყება დაახლოებით ერთ წელიწადს გრძელდება, მაყურებელთა რაოდენობა კლებულობს, 2015 წელს კი ჩვენებები წყდება. ამის შემდეგ ტერიტორიას მთლიანად ტოტალიზატორი და სლოტ-კლუბი იკავებს.

ამის შემდეგ რამდენჯერმე იყო ახალ კინოზე საუბარი, იყო ახალაგაზრდებისგან მოთხოვნაც, რამდენიმე მათგანმა ბიზნეს-გეგმაც დაწერა, თუ როგორ შეიძლებოდა ახალი სივრცის მოწყობა, უახლესი კი მაინც, ის პეტიციაა, რომელიც სრულ რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა. როგორც ვაკვირდები, ბოლო წლებში ხალხის მხრიდან იმატა სურვილმა როგორც ყველა ნორმალურ ქალაქში, ზუგდიდშიც გაიხსნას კინო, მაგრამ მათი საუბარი მხოლოდ კერძო კინოთეატრს ეხება ხოლმე. ამ დროს კი რამდენიმე კითხვა ჩვნდება, როგორ გვგონია, როგორი უნდა იყოს კინო? აქვს თუ არა მას თავისი მოვალეობა? ან არის თუ არა კინო მხოლოდ გართობის და თავისუფალი დროის ხალისიანად გატარების ადგილი?

მეოცე საუკუნის 60-იან წლებში საფრანგეთში მუშათა და კინომატოგრაფთა ჯგუფი შეიქმნა, "მედვედკინის ჯგუფი", რომლის არსებობა 1967 წლიდან იწყება. ამა წლის 25 თებერვალს, ბეზანსონში, სამი ათასმა მუშამ დაიკავა "როდიაცეტას ტექსტილის ფაბრიკა", ისინი გაიფიცნენ მძმე სამუშაო პირობების გამო. ითხოვდნენ დაცულ შრომასა და ღირსეულ ანაზღაურებას, მაგრამ ამასთანავე მუშები ითხოვდნენ წვდომას კულტურაზე, ისინი თავს კულტურისგან შორს მყოფებად, აუტსაიდერებად მიიჩნევდნენ, ისინი კინოს და ზოგადად ხელოვნებას აკისრებდნენ სოციალურ ფუნქციას. როგორც ტრევორ სტარკი თავის ერთ-ერთ წერილში ("კინო ხალხის ხელთ") "მედვედკინის ჯგუფის" მიერ გადაღებული ფილმის "ბრძოლის კლასის" პერსონაჟზე, სიუზან ზედეზე საუბრობს: "ზედე ამტკიცებს: "მუშებს მიაჩნიათ რომ პოეზია ან მხატვრობა მათთვის არ შეუქმნიათ, რომ ეს სფეროები ბურჟუაზიას ეკუთვნის". მაგრამ, ზედე აღნიშნავს, რომ პიკასოსა და პრევერის გაცნობამ დაარწმუნა რომ პოეზიასა და ხელოვნებას გააჩნია სოციალური მნიშვნელობა, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებს მის საკუთარ გამოცდილებაზე". თავიდან ყველაფერი კინოჩვენებებით დაიწყო, მუშები უყურებდნენ ისეთ ფილმებს, სადაც ის პრობლემები ჩანდა, რაც მათ აწუხებდათ, მათთვის კინო იყო ანალიზი იმ გარემოსი, სადაც ცხოვრობდენენ, მას შემდეგ, რაც ისინი პირადად ჩაერთვნენ ფილმების გადაღებაში, მათთვის ხელოვნება გახდა იარაღი, ებრძოლათ თავინთი უფლებებისთვის.

რა თქმა უნდა, მოცემული მაგალითიდან გამომდინარე, უნდა ვიმსჯელოთ ჩვენი ქალაქის მდგომარეობაზეც. ზუგდიდში არის მრავალი სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემა, როგოროც სხვა ქალაქებსა და სოფლებში, არის უმუშევრობის მაღალი დონე, ბევრს მიზერული თანხისთვის მძიმე სამუშაოს შესრულება, ნაწილი გარევაჭრობით ირჩენს თავს, რაც ხშირად გამხდარა ადგილობრივ ხელისუფლებებთან დავის მიზეზი. ისინი, ყოველთვის ცდილობდნენ გარევაჭრობისგან ქალქის ცენტრალური ადგილების გათავისუფლებას. ამასათანავე უმნიშვნელოვანესია უსახლკარობის პრობლემაც, ზუგიდში მრავალი დევნილი ახლაც უსახლკაროდ ცხოვრობს და მათ ძველ საჯარო დაწესებულებებში უწევთ შესახლება. სწორედ ეს ადამიანები, სოციალურად დაუცველები, რომლებიც ამ ქალაქის უმრავლესობას ეკუთვნიან, როგორც წლების წინ საფრანგეთში გაფიცული მუშები, შორს დგანან პოლიტიკისა და კულტურისგან. ჩვენ შეგვიძლია მუნიციპალური კინო ვაქციოდ ადგილად, სადაც საერთო პრობლმების მქონე ადამიანები შევიკრიბებით, ვნახავთ იმ ფილმებს, რომლებშიც ასახული მდგომარეობა და პრობლემები აქტუალური იქნება ჩვენი სივრცისთვის. ამისთვის საჭიროა მუნიციპალიტეტის დაფინანსება, რათა ბილეთები იყოს შესაბამის ფასებში, საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის უფასოდ. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ისიც, რომ ყველაზე მეტად დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების შვილებს აკლიათ გარემო, სადაც თავის თანატოლებთან ერთად გაერთობიან, შეძლებენ კომუნიკაციას, უხილავი ბარიერის მოშლას, რაც მათსა და უფრო შეძლებული ოჯახების შვილებს შორის არის ხოლმე. ეს სივრცე იქნება ქალაქის საკუთრება, ურთიერთსოლიდარობით შექმნილი გარემო, სადაც შევძლებთ პირდაპირი წვდომა გვქონდეს კინო წარმართვაზე და კულტურაზე.

კინოს მოვალეობაც ეს არის, იყოს მჭიდროდ დაკავშირებული დღევანდელ კონტექსტთან და მდგომარეობასთან. აჩვენოს როგორც ახალი, ასევე კლასიკური ფილმები, ანიმაციები ბავშვებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ფილმებს შორის არჩევანი თავად მაყურებლებმაც გავაკეთოთ, რადგან წვდომა კინოს წარმართვაზე სწორედ ამ დეტალსაც მოიცავს. პრობლემა ის არის, რომ კერძო კინო მოტივირებულები არიან მოგებაზე, მათ თუ არ აქვთ მოგება, შეუძლიათ კინო ტოტალიზატორად ან სლოტ კლუბად გარდაქმნან, ეს როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა, ასევე კერძო კინოში უშვებენ ძირითადად კომერციულ ფილმებს, რომლებიც ადვილად ყიდულობენ და ადვილადვე ყიდიან, მაგრამ კომერციული ფილმების უმეტესობა არის სრულიად დაცლილი იმ კონტექსტისგან, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, მათი უმეტესობა არის უხარისხო ნაწარმი, რომელიც არ გვაძლევს ანალიზის, მჯელობის, იდეების მიმოცვლის და შემდეგ კი ამ იდეებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას. ამიტომაც, აქ და ახლა გვჭირდება, მუნიციპალური კინო, რომელიც შესაბამის ფასებში შესთავაზებს მაყურებელს ხარისხიან ნაწარმს, ფასი სწორედაც, რომ მნიშვნელოვანია, რადგან ხშირ შემთხვევაში კერძო-კინოში არსებული ფასები ვერ წვდება მაყურებელთა ფინანსურ სახსრებს, რა თქმა უნდა, მეორე საკითხია მისი ავტონომიურობა და ვიწრო პარტიული ინტერესების ჩაურევლობა, რომლის საარსებოდ ჩვენი სიფხიზლეა საჭირო.

ამრიგად, დღეს-დღეობით გვჭირდება საერთო, საჯარო სივრცე, კინო, რომელიც იქნება იდეების მოდერატორი, რომლის განვითარებისთვისაც პირდად ჩვენ უნდა შევიტანოთ წვლილი, რადგანაც თუკი საჯარო სივრცე ჩვენი საერთო საკუთრებაა, გარკვეული პასუხსიმგბელობები ჩვენც გვეკისრება. ეს იქნება მაგალითი სხვა რეგიონებისთვის, რადგან მოგეხსენებათ, სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში ახალგაზრდებს და ზოგადად იქ მცხოვრებებლებს ხშირად არ გააჩნიათ ის საჯარო ადგილები, სადაც კულტურასთან წვდომას შეძლებენ და როცა ვსაუბრობ კულტურაზე, ვსაუბრობ იმ ძალაზე, რომელიც შესაძლოა ჩვენი ურთიერთდაკავშირების, იდეების მიმოცვლის და ცვლილებებისთვის ბრძოლის ბიძიგი გახდეს. სხვა შემთხვევაში კი ისე მოხდება როგორც ხდება ხოლმე, შევალთ კინოში, ვუყურებთ, გავერთობით, წამოვდგებით, დავტოვებთ შენობას და მერე რამდენიმე დღეში კინოს შინაარსიც არ გვემახსოვრება, ეს როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე, ყოველი მომხდარი ტრაგედიის გაუანალიზებლად დატოვების და მისი გადაჭრისთვის ბრძოლისგან თავის არიდების შემდეგ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების -
20:18 / 15.02.2022
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების - "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ" [Cogito ergo sum] ალუზიით,
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა
19:46 / 26.02.2020
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა "საჯარო" განხილვა ერთ მეტად
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
13:21 / 15.01.2020
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.






ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდში „იალჩინ მარკეტის“ თანამშრომლებმა აქცია გამართეს, ისინი
იმას ითხოვენ,
23:58 / 27.09.2018
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდში „იალჩინ მარკეტის“ თანამშრომლებმა აქცია გამართეს, ისინი იმას ითხოვენ,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.