ბოტანიკური ბაღის გარშემო
ავტორი: ტატო ჩანგელია
ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების - "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ" [Cogito ergo sum] ალუზიით, ქალაქში ადამიანის ცხოვრებისთვის აუცილებელ სლოგანს გვთავაზობენ - "მაქვს სივრცე, მაშასადამე ვარსებობ". მართლაც, იმისთვის, რომ რიგითმა მოსახლემ ქალაქში იარსებოს, მას სჭირდება სივრცე - შრომისთვის, გართობისთვის, დიალოგის წარმოებისთვის, განტვირთვისთვის და სხვა. ქალაქში კი დღითი დღე ქრება სივრცეები ჩვენი არსებობისთვის. ბოტანიკური ბაღის ამბავიც ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
ბოტანიკური ბაღის გარშემო გვაქვს მოყრილი თავი და უპრიანი იქნება ორი ამბავი გავიხსენოთ:
ზუგდიდის მუშათა უბნის პრესოვკის მაცხოვრებლები, ქალაქის სხვა უბნების მაცხოვრებლებისგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად სარგებლობდნენ ბოტანიკური ბაღით. იქაურობას მხოლოდ განსაკუთრებული მიზეზების დროს სტუმრობდნენ. ამის მიზეზი კი ძველი ჩაის ფაბრიკაა, რომელიც მართალია რეკრეაციულ ზონად არასდროს არავის მოუწყვია, თუმცა მიუხედავად ამისა, სრულიად საკმარისი იყო იმ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რის გამოც ადამიანები ბოტანიკურ ბაღს სტუმრობენ. ჩაის ფაბრიკა, როგორც ბოტანიკური ბაღი, მრავალწლოვანი იშვიათი ჯიშის ხეებით არის სავსე. ამასთან ერთად ხარობს პალმები და წიწვოვანი მცენარეები. ეზოში ბურთის გასაგორებელი სტადიონიცაა, სარბენი ბილიკიც და, რაც ყველაზე მთავარია, ადგილები დიალოგისთვის. ტერიტორიაზე მოსახლეობა ყოველდღიურად იკრიბებოდა, ჯანსაღ ჰაერს სუნთქავდა, ძუნძულებდა, განიტვირთებოდა, ერთმანეთში საუბრობდა...
საბჭოთა კავშირის დროს, ახლო-მახლო სოფლებიდან ჩაი სწორედ მოცემულ ქარხანაში კონცენტრირდებოდა, მუშავდებოდა და სხვადასხვა ქვეყანაში მიდიოდა. მათ შორის შორეულ ინდონეზიაში - იყო შრომა, შესაბამისად ადამიანები ცხოვრობდნენ. კავშირის დანგრევის შემდეგ, ფაბრიკამ რამდენიმე წელი იარსება, საბოლოოდ დაიხურა და საბაზრო ეკონომიკის ფერხულში ჩაერთო - პრივატიზირდა. ტერიტორია წლების განმავლობაში, ძირითადად ლარიდან ლარში იყიდებოდა, მფლობელი ფიქტიურად ინიშნებოდა. მართალია ჩაის ფაბრიკა იყო კერძო, თუმცა მას განაგებდა უბნის მოსახლეობა, უვლიდა და მოიხმარდა.

რამდენიმე წლის წინ ამბავი შეიცვალა, ტერიტორიას ახალი მფლობელი გამოუჩნდა ერთი გამონაკლისით - ახალ მფლობელს გააჩნია კონკრეტული გეგმა ტერიტორიაზე. ფაბრიკის ჭიშკარზე უზარმაზარი ბანერი გაჩნდა, რომელიც შესვლას კრძალავს, მფლობელს ყოველი შემთხვევისთვის ეზოში ავი ძაღლები ჰყავს აშვებული. ტერიტორია სრულად დაცულია და უფუნქციო. როგორც მოსახლეობა ამბობს, მალე ერთი ამბავი დატრიალდება, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე, ძირითადად. ჩვენ უკვე ვიცით ეს კინო. ხოლო ადგილი, რომელსაც მოსახლეობა იყენებდა ჯანსაღი მიზნით, იმის ნაცვლად, რომ უბნის რეკრეაციულ ზონად ქცეულიყო, დაიხურა და ელოდება ვამპირს მზარდი კაპიტალისთვის.
უბნის მაცხოვრებლებს უზარმაზარი ტერიტორია წაართვეს, გამოსტაცეს ის ზევით ხსენებული არსებობისთვის აუცილებელი სივრცე და მათი ქალაქში არსებობის პროცენტულობაც დაპატარავდა.
უპრიანი იქნება აქ, ბოტანიკური ბაღის გარშემო შეკრებილებმა გავიხსენოთ ქალაქის ერთი დიდი ტკივილი - კინოთეატრ "ატრიუმის" დახურვა. რიგი მიზეზების გამო წლების წინ კინო გაუქმდა. მის ნაცვლად ტერიტორიაზე სლოტკლუბი გაჩნდა. ანუ, ერთის მხრივ ახალგაზრდებს წაართვეს უმნიშვნელოვანესი სივრცე, მეორეს მხრივ კი, ეს სივრცე ამოავსეს ნეგატიური დაწესებულებით, რომელიც ყვლეფს და აღარიბებს მოსახლეობას. ქალაქის ძალაუფლებაში მომჯდარებს არასდროს გასჩენია სურვილი მუნიციპალური კინოთეატრის შექმნისა. მათთვის ახალგაზრდები ძირითადად არჩევნების დროს გამოყენებადი რესურსია, როგორც უხეში გენერალი იტყოდა, ერთი ამერიკული ფილმიდან - საზარბაზნე ხორცი.
კინო ეს სივრცეა, სადაც შესაძლოა ერთის მხრივ ადამიანი გაერთოს, მეორეს მხრივ კი იქცეს ჯანსაღი საზოგადოების წევრად - შეიმეცნოს და სოციალიზირდეს. ქალაქში კი დღითი დღე ქრება საჯარო სივრცეები, რომელიც ადამიანის არსებობისთვის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია. ამის შესახებ კი უნდა ვილაპარაკოთ აქ, ბოტანიკური ბაღის გარშემო.

ბოტანიკური ბაღი ბევრი სხვა მიზეზის გარდა, მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ აქ ყოველდღე ასობით ზუგდიდელის ენა კვეთდა ერთმანეთს, მიდიოდა ამბების გარჩევა, ხან ფეხბურთზე, ხან პოლიტიკაზე, ხან ყოველდღიურობაზე. აქ იბადებოდა ახალი იდეები და დეპრესიით შენიღბულ გარემოში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, როგორც იტყვიან დროის გასაგორებლად. დღეს ეს სივრცე აღარ არის, რადგან მოხდა ის, რასაც ზუგდიდი კოშმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა - ბოტანიკური ბაღი ფასიანი გახდა. ესე იგი, მისი კარები ფართოდ გამოხურეს. თუმცა ზუგდიდელები ფარხმალს არ ყრიან და ბოტანიკურის შინაარსში ჩაბეჭდილ ყველაზე მნიშვნელოვანს ებღაუჭებიან - დიალოგს. დღეს ბოტანიკური ბაღის კარი დაკეტილია, თუმცა მის გარშემო უამრავი ზუგდიდელი დგას ბანერით და ხმამაღალი სიტყვით ხელში და ერთმანეთში ლაპარაკობს, ლაპარაკობს საჯარო სივრცის მნიშვნელობაზე.
ძველი ჩაის ფარბიკის ტერიტორიაზე ვამპირია შესული და მალე ის დაიწყებს მოქმედებას მზარდი მოგებისთვის, ჩვენს ხარჯზე, იგივე საფრთხე უდგას ბოტანიკურ ბაღს, ოღონდ სხვა ფორმით - ტერიტორია დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში, თუმცა ფიქტიურად - კაპიტალი სარეველასავით არის, ერთი თუ მოედება, მერე არ ჩერდება; მზარდი მოგებისთვის მიწასთან ასწორებს ჯანდაცვას, კულტურას, ეკოლოგიას... ბოტანიკური ბაღის დახურვა ამის მომასწავლებელია, მაგრამ რად გვინდა ზედმეტი ჯაზი, არც ერთ დავთარში არ წერია ეს ამბავი - ბოტანიკურ ბაღში შესვლა უნდა გახდეს თავისუფალი!
როგორც აქციებზე ითქვა, ბოტანიკური ქალაქის გულია, ქალაქის გულის დახურვა კი დანაშაულია.