ბლოგები
თავისუფლების ბორკილები
FaceBook Twitter
E-mail Print

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამის იგივეობა მარტივი არითმეტიკული ნორმაა. სინამდვილეში ციფრები მხოლოდ მაშინ იძენენ მთელისთვის გარდამტეხ მნიშვნელობას, როცა ამ ნიშნებს ვიღაც მექანიზაციის ფუნქციას უზღუდავს ახალი შესაძლებლობის სანაცვლოდ-იმოძრაოს მუდმივი რეგენერაციის მიზეზით და არა მოქმედებით დეფინიცირებული უძრაობისთვის, თანდათანობითი კვდომისთვის განწირული სიმყაყისთვის, ცალ ფეხზე ხტუნვისგან გაბერწებული ფეხსალაგის შესანახად. 

როცა ახალ, ჭადრაკის დაფის მსგავსად დაკბილულ ველზე, გამოთავისუფლებული სიცარიელე უკუძალის ენერგიით ივსება, სულ ცოტა, იცვლება მოლოდინი. ნებისმიერი მოძრაობა მაშინაა ცინცხალი, როცა სენსიტიურ, არამარტო აბსტრაქტულ, არამედ ნივთიერ, ხელშესახებ პრიზმაში პირობითი ცნებები და შეპირებების სისრულე კონკრეტული მართლზომიერი იდეით ირღვევა. ეპატაჟური სულისკვეთება, ემოცია თანაბრად, გულწრფელობით და ასეთივე „გულწრფელობის“ მავნებლობით, შესაძლოა იგივეობრივი მდგომარეობა იყოს, თუკი ზერელე და მექანიკურია ქცევა, დანაშაულებრივ უკიდურესობას არ ეურჩება და ერთხელ გაგანიერებულ სივიწროვეს საკუთრივ ხელის ფათურით კიდევ უფრო არ აღრმავებს. უძრაობა და დინამიურობა, მოჩვენებითობა, ე.წ. ვითომობა, სამართლიანობა და ამავე ცნების ვიწრო  მნიშვნელობა გარემოს ეტიმოლოგიაა, განსაკუთრებით ის ადამიანები რომ გრძნობენ, ვისზეც ეს და ბევრი სხვა, პირველიდან უსასრულობამდე, შეუქცევადი სისწრაფით, ადაპტაციისთვის სახიფათო დაბრკოლებებად ვრცელდება.

 

მუდმივმოქმედი პარალელური რეალობები ამსხვრევენ მითს განზოგადებული სივრცის მთლიანობის შესახებ, თუმცა შეგვიძლია ვიფიქროთ პირიქითაც-ამგვარი არაერთგვაროვნება, დაქუცმაცებულობა ის სინამდვილე, უალტერნატივო წყობაა, საიდანაც რთულად საიდინტიფიცირებელი დაჯგუფებები პერიოდულად გარბიან, მერე ჰორიზონტზე სადემარკაციო ხაზივით ხელოვნურად გამიჯნულ და შემოსაზღვრულ სათავსოებს აღებენ, შემაკავშირებელი, ერთი შეხედვით საიმედოდ გადანასკვული კვანძი იფხრიწება, ბორკილაწყვეტილის თავნებობით სიშლეგე კი პირობით კანონიერ და ჰუმანურ ჩარჩოში ვეღარ ეტევა. ასეთი ადამიანები მხრების სიმაღლემდე გაშლილი მკლავების ორივე მიმართულებით პლიუს-მინუს ძაფებს არ წყვეტენ, ვინიცობაა უკან დაბრუნების შესაძლებლობაზე იფიქრონ.

 

მყისიერი რეინკარნირების აღარ მწამს. ეს ცნობიერის პოზაა და არა მწყობრიდან გამოსული ქვეშეგრძნებების სამზეო აღლუმი, დემონსტრაციული და ხშირად უკიდურესი, სხვაზე გასავრცელებელ ქცევის, მოძრაობის, საუბრის ნორმებს და ეტიკეტს სათავისოდ რომ ვერ ჰგუობს და კაცმა არ იცის, პრეზუმციის განსაზღვრას და მტკიცებით ფორმაში სკანირებას, რომელი უფლების და კარნახის ძალით ცდილობს. 

 

მალემრწმენობა თანაბრად მავნებელი და სასარგებლოც შესაძლოა იყოს, გააჩნია რა და როგორ გვიღირს. ეს კი ერთი და იგივე არ არის. სიმართლე ვერ იქნება იმდენი, რამდენიც სათავისოდ დაჩემების ამბიცია. ამ მიზეზით, ყველა, ვინც კი შეეცდება კანონზომიერება საკუთრივ შეთავაზებული თამაშით განისაზღვროს, მარტივად რომ ვთქვათ, აპრიორს დაარღვევს.

 

არჩევნების შემდეგ ბიორიტმულობის შეუქცევადმა წინ და უკუსვლამ, ბევრი, ერთმანეთისგან ხელოვნურად და თავისთავად დამოუკიდებელი, პატრიოტული სულიკვეთებით საგანგებოდ დაწრეტილი წრეები, „ა“ და პოლიტიკური შინაარსის ახალი შესაძლებლობები წარმოშვა, უფრო ზუსტად იმავე ჰორიზონტზე არსებობის სხვა, ან მსგავსი, მიახლოებითი გამომსახველობა მოძებნეს. მათი თანამყოფობა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფი თვითმმართველი ორგანოებისთვის, სადაც დემოკრატია საეჭვო კოაბიტაციას ნიშნავს და რადიკალობას „მიწოლის“ მანძილზე მყისიერი ეფექტისთვის შეჩვენებული მიდგომების უცვლელობას, „მტკიცედ დაცვას“, ჯერ კიდევ შესაძლოა ის ბერკეტი გახდეს, განსაკუთრებით ზედმეტად „მეოცნებე“ კატეგორია მოქალაქეებისთვის, მუდმივად რომ იზრუნებს ალტერნატიულ შეხედულებებთან ერთად ადეკვატური, უკომპრომისო სიმართლისთვის.

 

ხელისუფლების ცვლილება რამდენადმე მექანიკური პროცესია, ხშირად რადიკალურიც. უკიდურესობებს შორის არჩევანი იმთავითვე გამორიცხავს საშუალოობის, ორგანულობის, უფრო ზუსტად თანმიმდევრულობის განცდას, რაც ძირეული ინდიკატორია დემოკრატიის, ე.წ. ხალხოსნური მმართველობის ფორმის. მსგავი წყობილების ალტერნატიული გაგება თავის თავში იშვიათად თუ ერევა მყისიერი და ერთბაშადი გადაწყვეტილებების ცდუნებას, საკუთარი მოქალაქეების ნების შეუქცევადობის სახელით. ამ მიზეზით ჩანაცვლებას წმინდა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.

 

ცალკეული პიროვნებები ჰორიზონტზე ახალ ველს ქმნიან, თუმცა ეგოცენტრიზმი ღერძულას ხშირად ვერ ცდება, პოლიტიკურად მოტივირებულ სუბიექტს გაცილებით მეტი მოეთხოვება, ვიდრე საკუთარი სივრცის გარშემო ტრიალია, თავისუფლება კი გამჭვირვალობის ილუზიას მაინც ვერ ქმნის, რადგან ერთ ინსტიქტურ მოძრაობაში გამჟღავნებული სინამდვილე ბორკილაწყვეტილისთვის ატროფირებული ქცევაა, უსუბსტანციობაში მიზნის და იდეის ქექვა. მსგავსი შესაძლებლობა დეცენტრალიზებული სახელმწიფო ორგანოებისთვის კომფორტია მანამ, ვიდრე სოციუმი მიმღებლობის და სპონტანური გამომსახველობის პარალელურად არ ისწავლის „დემოს“ უფლებით ცენტრიდანულ მმართველობაზე კონტროლოს. ურეაქციო, სათავსოებიდან გამოუმზეურებული, ვიწრო, ცუდად რეალიზებული სამოქალაქო ელიტა კი მხოლოდ პოტენციური ბერკეტია და საჩხრეკელად ვერ გამოდგება.

 

საჯარო მოხელეობა ბუნებრივია ვერ და არ აკეთილშობილებს პიროვნებას. ეს ბევრისთვის საცდური უფროა. რეგალია გარეგნული მხარეა. სინამდვილეში შესაძლოა ამ საყრდენის გარეშე ბევრად მყიფე, უნებისყოფო აღმოჩნდეს პიროვნება, ვისშიც ხშირად ლატენტური მედროვე ბუნება მეტია, ვიდრე ნებისმიერი ღირსება. სამაგიეროდ ყოველთვის გვანებივრებენ ლელოს ხაზთან მდგარი პარალელური სუბიექტები, ეპიზოდის განურჩევლად რომ დაიჩემებენ „ახალმოსახლეობას“ და სათუო პრივილეგიით ისევე გაირჯებიან, როგორც წლების წინ. მათთვის დემოკრატიული ღირებულებები მოძრაობის საინსპირაციო ლაყე მანერაა, უნიჭო სოლო და ჯგუფური არია სახელდახელო პროექტის, სადაც უპირატესობები იმთავითვეა გაწერილი. აქ უჭირთ დაფასოება, სად გადის ზღვარი მიღმიერ და მთელისთვის აპრობირებულ სინამდვილეს შორის, რას ნიშნავს თვალში ნაცარშეუყრელად ორბიტის მართვა და მის ირგვლივ განლაგებულ თანავარსკვლავედებთან ჰარმონია და ორგანულობა, როცა ლამის ურაპატრიოტიზმად ქცეული დაპირისპირებულობა თუ ხელოვნური შუღლი, ბუმერანგის პრინციპით ათამაშებს დახუფულ სივრცეში გამომწყვდეული უფუნქციო პიროვნების დანიშნულებას, ერთხელაც რომ შესაძლოა გამოფხიზლება ინებოს და მარყუჟშეხსნილის უპირატესობით ამავე, დაბრკოლებად ქცეულ თავისუფლების მარწუხებს აუჯანყდეს. 

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების -
20:18 / 15.02.2022
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების - "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ" [Cogito ergo sum] ალუზიით,
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო
22:45 / 10.03.2020
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო "ატრიუმმა" ფუნქციონირება შეწყვიტა.
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა
19:46 / 26.02.2020
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა "საჯარო" განხილვა ერთ მეტად
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
13:21 / 15.01.2020
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.